როგორ შეაჩეროს კვარაცხელია “მილანმა” და რისი შიში აქვთ “ნაპოლის” გულშემატკივრებს?

News.ge 1 თვე წინ 21
როგორ შეაჩეროს კვარაცხელია “მილანმა” და რისი შიში აქვთ “ნაპოლის” გულშემატკივრებს?

დღეს, სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანს“ შეხვდება და როგორც იტალიური მედია იტყობინება, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე არავითარ როტაციას და ესპერიმენტებს არ მიმართავს, ს და მატეო პოლიტანოს სასტარტოში დააყენებს, სწორედ სპეციალურად ამ მატჩისთვის არ ათამაშა ისინი „ლეჩესთან“ პირველივე წუთიდან, რათა დასვენების საშუალება მიეცა.
Spazionapoli წერს, რომ „მილანის“ თავკაცი პაულო ფონსეკა ფიქრობს როგორ შეაჩეროს კვარაცხელია, თუ დავიდე კალაბრია მწყობრში ჩადგა, მის მეურვეობას დაავალებს, თუ არადა – ემერსონს. თავად ფონსეკამ განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგება ორივე გუნდს შეუძლია და ორივეს
კარგი გარემარბები ჰყავს.
Tuttonapoli-ს ცნობით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი რამდენიმე დღეა მილანში იმყოფება, კლუბთან ჯერ თავისი კლიენტის კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, შეიძლება მხარეები ერთმანეთს დღეს ან 10 ნოემბერს ამავე ქალაქში შეხვდნენ, როდესაც „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება.
აღნიშნულ საკითხზე ისევ მსჯელობენ სპეციალისტები. „ლაციოს“, „რომას“ და „ინტერის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ ქართველი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, რაზეც იშვიათად ვინმე თუ დავობს და კლუბი მას სათანადოდ დააფასებს, როგორც სწორი დამოკიდებულებით, ასევე ანაზღაურების მხრივ.
“რეპუბლიკას” საფეხბურთო მიმომხილველის ანტონიო კორბოს თქმით, „ნაპოლის“ „კვარას“ გარდა ყველა მოთამაშის გარეშე შეუძლია ფონს გასვლა, გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის, ნებისმიერი შეცდომა ფატალური იქნება, გულშემატკივრები შიშობენ, რომ ხვიჩა წავა და პრობლემის მოსაგვარებლად ბურთი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მხარეზეა.
ადგილობრივი მედიის მტკიცებით, „ნაპოლი“ თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
მატჩი „სან სიროზე“ თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაიკითხეთ სტატია