როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჯვარი დაგიზიანდათ და შეიძლება თუ არა ჯვართან ერთად სხვა ყელსაბამის ტარება? - 11 წესი, მათთვის, ვინც ჯვარს ატარებს

Primetime.ge 2 თვის წინ 73
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჯვარი დაგიზიანდათ და შეიძლება თუ არა ჯვართან ერთად სხვა ყელსაბამის ტარება? - 11 წესი, მათთვის, ვინც ჯვარს ატარებს
ჯვარი ქრისტიანული რწმენის სიმბოლოა. ადამიანების უმეტესობა მას, როგორც აქსესუარს, ისე აღიქვამს. მაგრამ ჯვარი წმინდა ნივთია, რომლის მიმართაც დიდი ყურადღება გმართებთ.ეკლესია ადგენს რამდენიმე წესს. რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თუ ჯვარს ვატარებთ.1. ძვირად ღირებული ან ძალიან მასიური ჯვარის ტარებაჯვარი არ არის აქსესუარი, რომლითაც უნდა ამაყობდეთ და ყველას აჩვენებდეთ. სასურველია, ის იყოს პატარა ზომის, რომელიც მუდმივად სატარებლადაც კომფორტული იქნება.2. თუ ჯვარი დაკარგეთ ან დააზიანეთ, შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ეკლესიაში.3. ჯვრის კურთხევა საკუთარი ძალებითჯვარი სპეციალური ცერემონიის დროს აკურთხეთ. ამ დროს ჯვარი იღებს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და უზარმაზარ ძალას, ხდება თილისმა, რომელიც უბედურებისგან და უიღბლობისგან დაგიცავთ.ნუ აკურთებთ მას თქვენ თვითონ მაშინაც კი, თუ ყველა საჭირო ლოცვა იცით. ეს მხოლოდ მღვდელმსახურმა უნდა გააკეთოს.4. ჯვრის ტანსაცმლის ზემოდან ტარებაჯვარი სხეულთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. ის რწმენის სიმბოლოა და არა აქსესუარი. ჩვენი წინაპრები, სპეციალურად, ისეთ ტანსაცმელს ატარებდნენ, რომელიც ჯვარს დამალავდა.5. ჯვრის უმიზეზოდ მოხსნაჯვარი თილისმაა, ის თავის ძალას კარგავს, როდესაც ადამიანის სხეულთან კონტაქტი აღარ აქვს. არ არის კარგი ჯვრის უმიზეზოდ მოხსნა. ხელახლა გაკეთების დროს, აუცილებლად ილოცეთ.ჩვენი წინაპრები, აბაზანის მიღებისასაც კი ცდილობდნენ ჯვარი არ მოეხსნათ. ისინი სპეციალურად ისეთ ჯვარს ატარებდნენ, რომელსაც ცხელი წყალი არ აზიანებდა.6. ჯვრის ჯაჭვით ტარებამღვდელები უმიზეზოთ არ კრძალავენ ჯვრის ჯაჭვით ტარებას. თუმცა, რიტუალების დროს, მათი ჯვარი უმეტესათ ჯაჭვზეა ჩამოკიდებული.7. ჯვართან ერთად სხვა ყელსაბამის ტარებაკისერზე ჯვრის გარდა არაფერი არ უნდა გაიკეთოთ. მიუღებელია სხვადასხვა ამულეტების ან ზოდიაქოს სიმბოლოების ტარება ჯვართან ერთად. ეს ყველაფერი ქრისტიანულ ეკლესიაში აკრძალულია.ჯვარი მხოლოდ კისერზე ჩამოკიდული უნდა იყოს. არ შეიძლება მისი საყურედ, სამაჯურად ან სხვა აქსესუარად გამოყენება.8. დაზიანებული ჯვრის გადაგდებაჯვარს ნაგავში ვერ გადააგდებთ, მაშინაც კი, თუ დაზიანებულია. ის წმინდა ნივთია და არ უნდა მოხვდეს ნაგავსაყრელზე.თუ დაზიანება უმნიშვნელოა, თავად შეაკეთეთ, თუ მისი შეკეთება შეუძლებელია, წაიღეთ ეკლესიაში და ახლით შეცვალეთ.9. სხვა ადამიანის ჯვრის ტარებათუ ჯვარი ახლობელმა ადამიანმა გაჩუქათ, არ ინერვიულოთ. ეკლესია არ კრძალავს ჯვრის ჩუქებას განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არასოდეს უტარებია.მაგრამ ნუ გაიკეთებთ ქუჩაში ნაპოვნ ჯვარს. არ იცით, ის ვის ეკუთვნოდა. უმჯობესია არც კი შეეხოთ.10. ისეთი ჯვრის ტარება, სადაც არაა გამოსახული ჯვარცმაზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჯვარზე არ უნდა იყოს გამოსახული ჯვარცმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მის მფლობელს უბედურებას მოუტანს და მის სიცოცხლეს გაუსაძლისს გახდის.თუმცა, ეს შიში უსაფუძვლოა. ჯვარცმა მსხვერპლის სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ კაცობრიობის ხსნისთვის გაიღო. ამაში ცუდი არაფერია.11. ისეთი ჯვრის ტარება, რომელიც ნაკურთხი არააეკლესია ასეთი ჯვრის ტარებას არ კრძალავს. ჯვარს ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია ბოროტი ძალებისგან დაგიცვათ.
სრულად წაიკითხეთ სტატია