მოქალაქეთა შეუფერხებლად
გადაადგილების მიზნით, 20-21
აპრილს დაწესდება
ავტობუსის ცხრა დროებითი
მარშრუტი. ავტობუსები
მგზავრებს 08:00-დან 20:00
საათამდე მუხათგვერდის,
ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი
კუკიის, მახათას,
საბურთალოს, ღრმაღელის,
ველისა და ვარკეთილის
სასაფლაოების
მიმართულებით
გადაიყვანენ.მუნიციპალური
ტრანსპორტი იმოძრავებს
მეტროსადგურების -
"მარჯანიშვილი"
(აღმაშენებლის გამზ. N83),
"დელისი", "სარაჯიშვილი",
"ვარკეთილის" (ჯავახეთის
ქუჩა) მიმდებარე
ტერიტორიიდან, ასევე,
"დიდუბის" ზედა
გასასვლელიდან; სადგურის
მოედნიდან („თბილისი
ცენტრალის“ პირდაპირ);
ბესარიონ ჭიჭინაძის
ქუჩიდან (კორპუსი N25-ის
პირდაპირ) და ვარკეთილის III
მასივიდან - შუამთისა და
აბაშვილის ქუჩების
გადაკვეთიდან.აღნიშნული
ავტობუსებით მოქალაქეები
ორი დღის განმავლობაში
უფასოდ ისარგებლებენ.