2017 წლიდან 5 ივლისი, PLUS-ის
დაბადების დღე, გახდა
შოპინგის დღესასწაული,
რომელსაც ადამიანები
მთელი წელი ელოდებიან. ამ
დღეს შეგროვებული PLUS
ქულებით შეგიძლია 200-ზე მეტ
პარტნიორ ობიექტში
ნებისმიერი ნივთი 50%-იანი
ფასდაკლებით
შეიძინო.ხშირად საკუთარი
თავისა და საყვარელი
ადამიანების
გახარებისთვის თანხის
შეგროვებას ვერ ვახერხებთ.
PLUS ქულები კი ძალისხმევის
გარეშე, ნებისმიერი
გადახდისას ავტომატურად
გროვდება და გაძლევს
შესაძლებლობას, თამამად
იყიდო ის, რის შეძენასაც
დიდი ხანია გინდა.
საქართველოს ბანკი მთელი
წლის განმავლობაში
ლოიალურ მომხმარებელს
ქულებით გადახდისას
არაერთს ფასდაკლებას
სთავაზობს, თუმცა 5 ივლისი
განსაკუთრებულია -
ემოციების, სიხარულის,
ურთიერთობებისა და
საჩუქრების დღესასწაული,
ისეთივე სახალხო და
საყოველთაო, როგორიც
ფეხბურთი.წელს PLUS დაბადების
დღის კამპანიის სიმბოლო
ბუდუ ზივზივაძე გახდა,
საქართველოს ნაკრების რვა
ნომერი, რომელმაც ევროპის
ჩემპიონატზე
არაჩვეულებრივ თამაშთან
ერთად ცნობილი აღნიშვნით
დაგვამახსოვრა თავი. იცოდი,
რომ თურმე მთელი ამ ხნის
განმავლობაში ბუდუ PLUS-ის
დაბადების დღის
სამზადისზე
მიგვანიშნებდა?კამპანიის
კრეატიული დირექტორი, ბექა
მეფარიშვილი, გვიყვება,
როგორ დაუკავშირდა
ბუდუსცნობილი ჟესტი PLUS
ქულებს:„იდეაზე ფიქრის
პროცესში ბევრი
სხვადასხვა მიმართულება
მოვსინჯეთ, ვეძებდით
ყველაფერს, რაც ამ
სიმბოლოსთან ასოცირდებოდა
ფორმითა და იდეით. ბუდუც ამ
პროცესში გაგვახსენდა.
შევამჩნიეთ, რომ თუ მის
ცნობილ აღნიშვნას 30
გრადუსით გადავხრით,
პლუსის ნიშანს მივიღებთ.
კამპანია მარტივ
ხუმრობაზეა აგებული - თურმე
მთელი ამ ხნის
განმავლობაში ბუდუ
გვახსენებდა, რომ PLUS
დაბადების დღისთვის
ქულები შეგვეგროვებინა.
თანაც, ბუდუ ნაკრებში 8
ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS
8 წლის ხდება. ეს დღე
ერთგვარი სახალხო
დღესასწაულია - ბუდუ კი
სახალხო ფეხბურთელი. 5
ივლისს დიდ აურზაურსა და
ბევრ გახარებულ სახეს უნდა
ველოდოთ. ამ დღეს უამრავი
ადამიანი დიდი ხნის
სურვილების ასრულებას
შეძლებს”.ასე შეიძლება
გახდეს ერთი ჟესტი უამრავი
ადამიანის
დამაკავშირებელი სიმბოლო.
ფეხბურთითავისი
გულშემატკივრებით,
ტრადიციებით, დაუწერელი თუ
დაწერილი წესებით მთელი
კულტურაა, უფრო დიდი და
მნიშვნელოვანია, ვიდრე
უბრალოდ თამაში,
საჩუქრების ჩუქებაც არ
არის მხოლოდ ნივთების
გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე
ზრუნვის, სიყვარულის,
მეგობრობის, ემოციების
გამოხატვის
საშუალება.სპეციალურად ამ
დღისთვის საქართველოს
ბანკის მომხმარებლები
მთელი წელი აგროვებენ
ქულებს. ბანკის
შეთავაზებებს თუ თვალს
ადევნებ, ქულების
შეგროვება შენთვის კიდევ
უფრო მარტივი იქნება,
პარტნიორ ობიექტებში
ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS
ქულის მიღება შეგიძლია. თუ
საკრედიტო ბარათით
სარგებლობ, არ დაგავიწყდეს,
რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR
ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი
სულ რამდენიმე წამში
მობილბანკის საშუალებით.
გარდა ამისა, მობილბანკით
PLUS ქულების სხვასთან
გადარიცხვაც შეგიძლია. თუ
ოჯახისთვის, ან
სამეგობროსთვის გინდა
ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ,
შეგროვილი ქულები
გააერთიანოთ და
ერთობლივად აიხდინოთ
სურვილი.ასე რომ, დრო ჯერ
კიდევ გაქვს. შეაგროვე
ქულები და შემოუერთდი PLUS
დღესასწაულს, ერთადერთ
დაბადების დღეს, როცა
იუბილარი თავად გასცემს
უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ
საკუთარი თავის ან
საყვარელი ადამიანების
გახარება იმაზე მარტივია,
ვიდრე წარმოგიდგენია