„როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს“ - პედიატრის რჩევები

Primetime.ge 14 საათი წინ 4
„როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს“ - პედიატრის რჩევები
„საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, ანუ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპია. როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს?!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.„როდესაც პაციენტს ცხვირიდან გამონადენი, წამოხველება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები უვლინდება, მოსახლეობაში შეცდომით გრიპად აღიქმება!!! გრიპი შედარებით ვერაგი ვირუსია, რომელიც ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად ვრცელდება, რასაც უკავშირდება მომართვიანობის მკვეთრი გაზრდა, ტელეფონის უწყვეტი ზარები, პანიკა მოსახლეობაში, რომელიც ჯერჯერობით აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.უეცარი დაწყება, შემცივნება და მის ფონზე განვითარებული ჰექტიური ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება, ოსსალგიები და ართრალგიები, მიალგიები, უმადობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება, ასევე ცემინება, ხველა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა. ამიტომ თუ ტემპერატურული პიკები არ მცირდება მესამე დღიდან, ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ხველის გაძლიერება, ძილიანობა ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ ექიმს.ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომელიც სეზონურ გრიპს ახასიათებს, გრიპის ვირუსის განვითარების ციკლი 5-7 დღეა, max-10, რის შემდეგაც ხდება მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან. ამჟამად პრევალირებს A ტიპის ვირუსი, განსაკუთრებით უტევს ბავშვებს, რომელთა იმუნოლოგიური მეხსიერება ჯერ ჩამოსაყალიბებელია.გრიპის ვირუსს ახასიათებს ანტიგენური სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, ამიტომ იმუნურ სისტემას ყოველ წელს შეიძლება უცხო აგენტად მოევლინოს და სწორედ ამიტომ გვაქვს ყოველწლიურად გრიპის ეპიდემია. არანაირი პანიკა, უბრალოდ დროულად მიმართეთ ექიმს… ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია