კბილის ტკივილი, მგონი, ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. ერთხელაც თუ გტკენია, უკვე იცი, ეს რას ნიშნავს. თან უმეტესად ღამით იწყება ხოლმე ყველაზე ძლიერად ტკივილი და რამდენი გამაყუჩებელიც უნდა მიიღო, თითქმის არ შველის.
ადამიანები თლიან, რომ კბილი ყველას ასტკივდება, ერთხელ მაინც. ეს მითია. რეალურად, თუ კბილს მოუსმენ, მისი ტკივილი არ შეგაწუხებს. კბილები წინასწარ გვართხილებენ თვეებით ადრე, გველაპარაკებიან, ნიშანს გვაძლებენ,“სოს“ ღილაკს გვინთებენ, ჩვენ კი არ ვუსმენთ, არ ვიმჩნევთ, ან ვიმჩნევთ და მყისიერად ვივიწყებთ.
გეგმიური შემოწმება, ცხადია, იდეალურია, მაგრამ უმეტესად ადამიანები, გეგმიურ შემოწმებაზე არ დადიან. რომ დადიოდნენ, შემოწმებასა და შემოწმებას შორისაც შეიძლება იჩინოს თავი პრობლემამ. ამიტომ, დღეს მოგიყვები ინ ნიშნებზე, რომლებითაც ჩვენი კბილები დახმარებას გვთხოვენ, გვეუბნებიან, როდის გვჭირდება პროფესიონალი, კარგი სტომატოლოგიური კლინიკა და როგორ გადავარჩინოთ კბილის სიცოცხლე.
პირველ რიგში მოგიყვები იმ 5 ნიშანზე, რომელიც გვამცნობს, და კბილი დასაბჟენია:
1. მგრძნობელობა სიცივის ან სიცხის მიმართ
თუ კბილი რეაგირებს ცივ წყალზე, კი, ბატონო, ცივ ღვინოზეც, ყინულიან წვენზე, ცხელი ჩაისა ან ყავაზე – ეს პირველი და სერიოზულია ნიშანია მინანქრის დაზიანების, ან უკვე ჩამოყალიბებული კარიესის. მგრძნობელობა უმეტესად პირველი სიმპტომია და მართალია, რამდენიმე წამში ქრება ხოლმე, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორ განგაშის მაშხალა, რომელსაც ოკეანეში ჩარჩენილები, ან მთაში დაკარგულები, ცაში უშვებენ რათა სასწრაფოდ მიიღონ დახმარება. არც ეს მაშხალა ანათებს ცას დიდი ხნით, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშნელოვან დახმარებას ითხოვს. ზუსტად ასეა მგრძნობელობაც, რამდენიმე წამს გრძელდება და ქრება. არ უნდა დაივიწყო, არ უნდა გადადო, თუ არ გინდა ტკივილამდე მიიყვანო საქმე.
2. მსუბუქი ტკივილი ღეჭვისას ან კბილის კბილზე დაჭერისას
თუ საკვების ღეჭვისას მსუბუქ ტკივილს გრძნობ, ეს იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე კარიესის პირველი სტადია, შეიძლება კბილი გატეხილი იყოს, ან გაბზარული, ან კარიესი უკვე ძალიან ღრმადაა წასული. იგივეს გეტყვი, თუ ტკივილს გრძნობ კბილის კბილზე დაჭერისას, თუმცა, ღეჭვისას თუ გრძნობ ტკივილს, ამ შემთხვევაში, უფრო რთულადაა საქმე, როგორც წესი. ადამიანი 24 საათში 12 საათი არ ღეჭავს და ცხადია, კვებას მორჩება და ტკივილსაც ვეღარ გრძნობს. ამიტომ, უმეტესად, ამ პრობლემასაც ივიწყებენ ხოლმე, გადადებენ შემდეგი კვირისთვის, შემდეგი თვისთვის. მერე, უცებ, ღამით რომ ძლიერი ტკივილი შეახსენებთ თავს, უკვირთ, ნეტავ, რატომ? არადა, საოცარი ის იქნებოდა, რომ არ აგტკიებოდა.
3. ხილული ხვრელი ან ლაქა კბილზე
სარკეში თუ ხვრელს ან ლაქას დაინახავ კბილზე, – იმ დღესვე დაჯავშნე სტომატოლოგთან ვიზიტი. იგივეს გირჩევ, თუ ენით შეხებისას შეამჩნიე ნაპრალი. ეს არის არა პირველი, უკვე ბოლო ნიშანი იმისა, რომ ბჟენი აუცილებელია, თუ არ გინდა, საბოლოოდ „მოკვდეს“ კბილი, „სიკვდილის“ წინ ძლიერი ტკივილით „გამოგლანძღოს“ და ამოსაღები გახდეს.
4. კბილის გახეხვისას სისხლდენა ან უსიამოვნო სუნი
კბილის გახეხვისას სისხლდენა უმეტესად ღრძილების პრობლემაზე მიგვითითებს, პირველ რიგში, არავის ეგონოს, რომ ღრძილების პრობლემა რამით სჯობდეს კბილისას და მყისიერად არ იყოს სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტი დასაჯავშნი.
თუმცა, ღრძილის პრობლემის გარდა, ღრმადწასული კარიესის დროსაცაა ხოლმე სისხლდენა კბილებიდან. ანუ, იმ კარიესისას, როცა პრობლემა უკვე ღრძილებამდეა მისული, იმდენად არ მიხედე, იმდენად არ მოუსმინე ყველა წინა გაფრთხილებას.
კიდევ უფრო საშიშია ცუდი სუნი პირიდან, ან წკლარტე გემოს შეგრძნება – როგორც წესი, ეს იმის ნიშანია, რომ ინფექციაა კბილში.
5. გრძელვადიანი ტკივილი ღამით
აჰა, მივედით იმ სტადიამდეც, როცა ტკივილი იწყება, სამწუხაროდ, უმეტესად, ღამით და ტკივილგამაყუჩებელი არ შველის – ეს ნიშნავს, რომ უკვე ნერვამდე მიაღწია პრობლემამ და უკვე მხოლოდ ორი არჩევანია, კარგ ვარიანტში – ფესვის არხის მკურნალობა და თუ ეს არაა შესაძლებელი, შემდეგ უკვე – ამოღება.
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას
1. გეგმიური შემოწმება
სულ ერთია გტკივა, არ გტკივა, მგრძნობელობა გაქვს, არ გაქვს, ლაქას ხედავ კბილზე, თუ არ ხედავ, 6 თვეში ერთხელ გეგმიური კონტროლი ჯანმრთელი კბილების შემთხვევაში და 3 თვეში ერთხელ კონტროლი პრობლემური კბილების შემთხვევაში, ეს არის ის, რაც ტკივილს, მეტი თანხის გადახდას, მეტ წვალებას, სტომატოლოგთან მეტ ვიზიტს აგარიდებს, “სიჩუმე” არ ნიშნავს ჯანმრთელობას – კბილი ზოგჯერ დაზიანებულია, მაგრამ არ გტკივა, არც დისკომფორტი გაქვს, სწორედ ამიტომაა გამოსავალი პერიოდული, პროფესიონალური დათვალიერება.
2. შემოწმება რენტგენით
ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ კბილი თუ არ სტკივა, ან არ აქვს გარკვეული დისკომფორტი, რენტდგენით შემოწმების საჭიროება არ არსებობს. არადა, კარიესი უმეტესად იწყება კბილის შიგნით, ან ორ კბილს შორის, ანუ, ვერც ვიზუალურად ხედავ და ვერც ენით იგრძნობ. სწორედ ამიტომაც, უცხოეთში, ყოველ 6–12 თვეში ერთხელ, გეგმიურად რენტგენითაც მოწმდება კბილები, რათა ფარულ დაზიანებებზე დროულად ჰქონდეთ ინფორმაცია და დროულად დაიწყონ მკურნალობა. უცხოური კვლევების მიხედვით, პაციენტთა 80 პროცენტის შემთხვევაში, კბილი არ იქნებოდა ამოსაღები, დროული კონსულტაციის, დროული ბჟენის, ან ფესვის არხის დროული მკურნალობის შემთხვევაში.
3. თანამედროვე ტექნიკა და მასალები
თანამედროვე ტექნიკა კბილის შენარჩუნებას უფრო მარტივს და უმტკივნეულოს ხდის. მინანქარი არ ზიანდება, ბჟენი ზუსტად კბილის ფერის (ანუ, მინანქრის ფერის) ანალიგიური შესაძლებელია იყოს. პირველადი კარიესის დროს, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ინვაზიური ლაზერული ტექნიკა. შესაბამისად, სამედიცინო ბაზა იმისათვის, რომ კბილი ამოღებას გადაარჩინო – გვაქვს და გამოიყენე. ეს შესაძლებლობები ადრე არ იყო.
4. კვების და ჰიგიენის ჩვევები
თუ კარიერი უკვე გაქვს ერთ კბილზე, შანსი იმისაც რომ სხვებიც დაზიანდეს მაღალია. კბილის დაზიანების თავიდან არიდების მთავარი გზა ჩვევებია:
- გაიხეხე კბილები დღეში 2-ჯერ მინიმუმ
- გარეცხი კბილის ჯაგრისი ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად.
- შეზღუდე შაქრიანი სასმელები და წასახემსებელი პროდუქტი
- დალიე მეტი წყალი
- არ დაგავიწყდეს პროფესიონალური წმენდა, რომელიც ყველა 6 თვეშია რეკომენდებული.
დაიმახსოვრე მთავარი წესი:
კბილი არასოდეს „ფუჭდება“ მოულოდნელად, ის ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ გამცნობს პრობლემაზე, როგორც უკვე მოგიყევი, იწყება მცირე ნიშნებით, შემდეგ კი – რთულდება. გართულებული შემთხვევებისას კი მკურნალობაც უფრო ძვირადღირებულია, ტკივილიც უფრო დასამახსოვრებელი და დროც მეტი გჭირდება მკურნალობითვის. ნუ დაელოდები ტკივილს, კბილის პროფილაქტიკა, ბჟენი ბევრად მარტივი, შედეგიანი პროცედურებია, ვიდრე კბილის ამოღების შემდეგ მისი ჩანაცვლება იმპლანტით ან ხიდით.
თუ მაინც და უკვე დაგვიანებულია ჩემი რჩევები და რომელიმე მათგანი გჭირდება, ამ კუთხითაც საკმაოდ წინაა წასული მედიცინა და საქართველოში არაერთი კლინიკა მოგემსახურება პროფესიონალურად იმპლანტის, თუ ხიდის ჩასმით.
თუ სტომატოლოგის მეშინია?
მეგობრებო, ტექნიკა, მედიცინა ისეა წინ წასული, რომ სტომატოლოგებს იქეთ ეშინიათ ჩვენი, წარმოიდგინე, რომ შეგხვდეს ადამიანი, ვინც გეტვის, რომ ჭიქიდან ყავის დალევის ეშინია, ხომ შეგაშინებს მისი ამ უადგილო, უცნაური შიშით? დაახლოებით ეგრე ეშინიათ ჩვენი გამომეტყველების სტომატოლოგებს, რადგან, მათ ჩვენგან განსხვავებით უკვე კარგად იციან, რომ არც სახიფათოა რამე და არც მტივნეული. ხუმრობის გარეშე, მართლა სრულიად უმტკივნეულოა უკვე პროცედურები და თუ გყავს სტომატოლოგი, რომელიც ისევ გტკენს, გირჩევ – შეცვალო.
სად ვიპოვო კარგი სტომატოლოგიური კლინიკა?
რასაკვირველია, სტომატოლოგიური კლინიკების ბაზაში. კომენტარები პირველ რიგში წაიკითხე, რადგან, ამ კომენტარებს მათი პაციენტები გიტოვებენ რჩევების სახით. რეალური ადამიანების რეკომენდაციებია ეს და არა ბლანკიან ფურცელზე ამობეჭდილი ზოგადი ფრაზები. შემდეგ ბაზიდან ამოარჩიე ის კლინიკები, რომლებიც ტერიტორიულად გაწყობს. შემდეგი ნაბიჯი უკვე დარეკვაა, გაიგე ფასი, გაარკვიე ბჟენის ხარისხი, ფერი, აუცილებლად დააკონკრეტებინე კლინიკას, თუ სტომატოლოგს – დრო – ანუ, რა დროში მორჩება ბჟენს და რამდენ ვიზიტში, მარტივ და რთულ შემთხვევაშიც, იკითხე კბილების გაწმენდის რომელი მეთოდები აქვს დანერგილი.
დროა, შენს ტელეფონშიც იყოს კონტაქტი – „ჩემი სტომატოლოგი“, რადგან მხოლოდ მუდმივი კონტროლი და მოვლა აგარიდებს თავიდან ტკივილს, კბილის ამოღებას, დისკომფორტს, მეტი დროის და მეტი თანხის დახარჯვას.
(R)
The post როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს appeared first on .