როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად... - როგორ უნდა მოვიქცეთ ბზობას

Primetime.ge 1 დღე წინ 17
როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად... - როგორ უნდა მოვიქცეთ ბზობას
ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში.ახალციხის ამაღლების ტაძრის მღვდელმთსახური ნიკოლოზ აბრამაშვილი საუბრობს:ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების "განდიდებით" არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ "იჯეჯილოს".- თუ ვერ შევძელით ბზობას ტაძარში ბზის შეძენა, შეიძლება სხვას მისი შეძენა?- შეიძლება, მაგრამ ბზობის მნიშვნელობა ის არის, რომ ადამიანი საკუთარ სულსა და გულს რწმენით მიაგებებს უფალს. უმჯობესია ბზა მოვათავსოთ იქ, სადაც ხატების კუთხე გვაქვს
სრულად წაიკითხეთ სტატია