როგორ ამოვიცნოთ საკვებში საღებავი, რომელიც კიბოს რისკს აჩენს

Primetime.ge 5 საათი წინ 5
როგორ ამოვიცნოთ საკვებში საღებავი, რომელიც კიბოს რისკს აჩენს
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებლებს საკვებში, სასმელსა და ზოგიერთ მედიკამენტში სინთეტიკური საღებავის, სახელწოდებით „წითელი საღებავი ნომერი 3-ის“ (Red dye No 3) გამოყენება აუკრძალა. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევამ აღნიშნული საღებავის მოხმარებასა და ლაბორატორიის თაგვებში კიბოს განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი გამოავლინა.სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი აბულაძე კვლევის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.„წითელი საღებავი ჩვეულებრივ გამოიყენებოდა, რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის მიიჩნეოდა საეჭვო საღებავად. როგორც ჩანს, დამატებითი კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს და არ მოხდეს მისი გამოყენება კვებით ინდუსტრიის სფეროში. როდესაც ძალაში შევა დადგენილება, გაეგზავნება ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც. თავს შევიკავებ კონკრეტული პროდუქტების დასახელებისგან, თუმცა გეტყვით, რომ წითელი შეფერილობა რასაც აქვს, ეს საღებავი, უმეტესად ყველა მათგანში გამოიყენება. მაგალითად: კანფეტებში, ჟელიბონებში და ყველა იმ პროდუქტში, რომელსაც მკვეთრი წითელი ფერი აქვს. ამ კვლევის მიხედვით, ეს საღებავი საკმაოდ საშიშია, რადგან ერთ-ერთი კანცეროგენული ნივთიერებაა.ამ საღებავს ერითროზინის დასახელებითაც მოიხსენიებენ. იგი შედის წამლების შემადგენლობაში, რადგან ერთ-ერთი მკვეთრი საღებავია და, როგორც ემულგატორი, აღინიშნება E27-ის დასახელებით. შესაძლებელია, პროდუქტს არ ეწეროს "ერითროზინი", მაგრამ ეწეროს E27 ან "წითელი საღებავი" კანონმდებლობის შესაბამისად. ეს საღებავი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა სოსისებში და ბეკონის ნაჭრებში. ზოგადად, წითელი ფერი პრობლემურია, რადგან ძირითადად მაინც მიიღება ქიმიური დამუშავებით“, - გვითხრა ირაკლი აბულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია