როგორ ამოვიცნოთ DeepFake-ით შექმნილი ყალბი ვიდეოები — 8 რჩევა

News.ge 2 თვის წინ 122
როგორ ამოვიცნოთ DeepFake-ით შექმნილი ყალბი ვიდეოები — 8 რჩევა

DeepFake ტექნოლოგიაა, რომელსაც ყალბი ვიდეოების შესაქმნელად იყენებენ. ამ დროს, შესაძლოა, სახე შეცვალონ და ადამიანს ისეთი რამ ათქმევინონ ან გააკეთებინონ, რაც რეალურად არასოდეს უთქვამს ან გაუკეთებია.
ტექნოლოგია ბოლო დროს ძალიან დაიხვეწა, თუმცა მსგავსი ვიდეოების სიყალბეს კონკრეტული დეტალები მაინც ააშკარავებს ხოლმე.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მედიალაბორატორია DeepFake-ების ამოსაცნობად 8 რჩევას გვთავაზობს:
· დააკვირდით სახეს — დახვეწილ DeepFake-ებში ძირითადად სახის გარდასახვას ვაწყდებით;
· ყურადღება მიაქციეთ ლოყებსა და შუბლს — კანი ზედმეტად გლუვი ან ზედმეტად ნაოჭიანი ხომ არაა? კანი, თმა და თვალები ერთსა და იმავე ასაკზე მეტყველებს? DeepFake-ის შემთხვევაში ეს დეტალები შეიძლება ერთმანეთთან შეუსაბამო იყოს;
· დააკვირდით თვალებსა და წარბებს — რამდენად ბუნებრივად გამოიყურება ჩრდილები? შესაძლოა, DeepFake-ები რეალურ კანონზომიერებებს ვერ იმეორებდეს.
· დააკვირდით სათვალეს — სინათლეს ირეკლავს? ზედმეტად ხომ არ ირეკლავს? ნათება იცვლება თუ არა ადამიანის მოძრაობასთან ერთად? კვლავაც, DeepFake-ებში ყოველთვის ბუნებრივი განათება არ გვხვდება;
· ყურადღება მიაქციეთ სახეზე თმას ან მის არარსებობას — რამდენად რეალურად გამოიყურება თმა? შესაძლოა, DeepFake-ებში მომატებული ან მოკლებული იყოს ულვაში, წვერი ან ბაკენბარდები, თუმცა საკითხავია, რამდენად ბუნებრივად იქნება ეს გაკეთებული.
· ყურადღება მიაქციეთ სახეზე ხალებს — ჰგავს თუ არა ისინი ნამდვილს?
· დააკვირდით თვალების ხამხამს — საკმარისად ახამხამებს ადამიანი თვალს? ზედმეტად ხშირად ხომ არ ახამხამებს?
· დააკვირდით პირის მოძრაობას — ზოგიერთი DeepFake ტუჩების სინქრონულ მოძრაობას ეფუძნება; რამდენად ბუნებრივად მოძრაობს პირი საუბრისას?
ეს 8 შეკითხვა DeepFake-ების ანალიზში დაგეხმარებათ. ძალიან დახვეწილი ნამუშევრის ამოცნობა არც ისე მარტივია. მეორე მხრივ, თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს პროცესი შედარებით გაგიმარტივდებათ და წარმატების შანსიც მეტი იქნება.

სრულად წაიკითხეთ სტატია