რიკოთის 4 ზოლიანი
ჩქაროსნული გზის
დარჩენილი 4 კმ-იანი
მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის
მიმართულებაზე 2 ზოლის
მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დღეს გაიხსნა.ახალ 2 ზოლზე
დროებით გადაერთვება
ორივე მიმართულების
სატრანსპორტო მოძრაობა:
ერთი ზოლი მოემსახურება
აღმოსავლეთიდან
დასვლეთისკენ მიმავალ
ტრანსპორტს, ხოლო მეორე
ზოლი - დასავლეთიდან
აღმოსავლეთისკენ მომავალ
ტრანსპორტს.მოძრაობის
გადართვისთანავე,
დაიწყება ამავე
მონაკვეთზე არსებული
ძველი გზის მაგისტრალურ
გზად რეკონსტრუქციისა და
მშენებლობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში,
მოეწყობა 2 ზოლიანი
ჩქაროსნული გზა და 5 ახალი
ხიდი.სამუშაოების
დასრულების შემდეგ,
რიკოთის 52 კმ-იანი
მაგისტრალი სრულად იქნება
გახსნილი
ავტოტრანსპორტისთვის, რაც
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს
გადაადგილებას.რიკოთის
მაგისტრალური გზის
მშენებლობის პროექტის
ფარგლებში, სულ შენდება 52
კმ-იანი 4 ზოლიანი
მაგისტრალური გზა (51
გვირაბითა და 97 ხიდით). ამ
დროისათვის, ტრანსპორტი
უკვე ისარგებლებს ახალი 4
ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50
გვირაბითა და 91 ხიდით),
რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა
მგზავრობის მანძილი და
გაანახევრა გადაადგილების
დრო.ახალი გზა აშენებულია
საგზაო უსაფრთხოების
საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად
და უზრუნველყოფილია
საგზაო განათების
სისტემით.საერთო ჯამში,
რიკოთის მაგისტრალური
ახალი გზის 96%-ით
ავტოტრანსპორტი უკვე
სარგებლობს.რიკოთის
მაგისტრალური გზის
მშენებლობა აზიის
განვითარების ბანკის (ADB),
ევროპის საინვესტიციო
ბანკის (EIB) და მსოფლიო
ბანკის (WB) სესხებისა და
სახელმწიფო ბიუჯეტის
თანადაფინანსებით
ხორციელდება. სამუშაოების
ჯამური ღირებულება 2.6
მილიარდ ლარამდეა.