ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრები
ორშაბათს განიხილავენ
საქართველოში
განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით
ინდივიდუალური სანქციების
შემოღების შესაძლებლობას,
თუმცა ეს გადაწყვეტილება
დიდი ალბათობით არ იქნება
მიღებული, რადგან მას
უნგრეთი დაბლოკავს.
ინფორმაციას ამის შესახებ
„რადიო თავისუფლების“
ევროპული ბიუროს
ხელმძღვანელი, რიკარდ
იოზვიაკი
ავრცელებს.„ორშაბათს
მაგიდაზე ორი საკითხია:
ინდივიდუალური სანქციები,
რომელსაც, სავარაუდოდ,
უნგრეთი დაბლოკავს, და
ქართული დიპლომატიური
პასპორტის
მფლობელებისთვის
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერების შესაძლებლობა“, -
აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.