საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(თოვა, ქარბუქი და
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ57
(ნაქერალას უღელტეხილი)
მონაკვეთზე, იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. კმ58-კმ62
მონაკვეთზე იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.