რესპუბლიკური
საავადმყოფოს გადაუდებელი
მედიცინის დეპარტამენტი
(ემერჯენსი) და სტაციონარი
მუშაობას
ანახლებს.ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით,
გადაუდებელი მედიცინის
დეპარტამენტი სრულად
გარემონტდა, თანამედროვე
აპარატურითა და ტექნიკით
აღიჭურვა. განყოფილება 12
საწოლზეა გათვლილი,
მოწყობილია-ტრიაჟის ოთახი,
შოკის დარბაზი, მცირე და
დიდი ობსერვაციის
დარბაზები, ასევე
ბოქსირებული
პალატა.კლინიკაში
განახლდა და აღიჭურვა
კრიტიკული მედიცინის და
ინტენსიური თერაპიის
დეპარტამენტიც
(რეანიმაცია), სადაც
განთავსებულია 12 საწოლი –
I-II-III დონის ინტენსიური
საწოლები, გადაუდებელი
დიალიზის საწოლი,
იზოლირებული და
ბოქსირებული
პალატები.ჯამში, ორივე
დეპარტამენტში, 110
სამედიცინო პერსონალია
დასაქმებული.