რესპუბლიკური
საავადმყოფოს გადაუდებელი
მედიცინის დეპარტამენტი
და სტაციონარი 5 ნოემბრიდან
მუშაობას განაახლებს.
გადაუდებელი მედიცინის
დეპარტამენტი სრულად
გარემონტდა და
თანამედროვე აპარატურითა
და ტექნიკით აღიჭურვა.
განყოფილება 12 საწოლზეა
გათვლილი. კლინიკაში
განახლდა და აღიჭურვა
კრიტიკული მედიცინის და
ინტენსიური თერაპიის
დეპარტამენტიც. ორივე
დეპარტამენტში, 110
სამედიცინო პერსონალია
დასაქმებული.რესპუბლიკურ
საავადმყოფოში ჯანდაცვის
მინისტრი იმყოფებოდა.