რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” პროფესიული კავშირებისთვის არ გამოუგზავნია – GTUC-ის განცხადება

News.ge 5 საათი წინ 8
რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” პროფესიული კავშირებისთვის არ გამოუგზავნია – GTUC-ის განცხადება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო.
GTUC წერს, რომ აღნიშნულის შესახებ შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გამოუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის გეგმების შესახებ.
GTUC „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიმართავს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე იმოქმედოს.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. კომპანიამ ასევე დაგზავნა ინდივიდუალური შეტყობინებები დასაქმებულებთან იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაცია იწყება მიმდინარე წლის 24 აპრილიდან აღნიშნულის შესახებ კანონით დადგენილი წესით წინასწარი ინფორმირების გარეშე. ანალოგიურად, რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გამოუგზავნია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია კომპანიის კონკრეტრული გეგმების შესახებ. მივმართავთ კომპანიას იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე”, – წერია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია