რეკომენდაციები სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად

Alia 7 თვის წინ 150
რეკომენდაციები სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად

აღდგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში მიმდინარეობს სამზადისი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. სამზადისი, რა თქმა უნდა, პასკის გამოცხობით/შეძენითა და კვერცხის შეღებვით იწყება. ეს დღესასწაული სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები ერთად იკრიბებიან. ერთგვარი ტრადიციაა, რომ სააღდგომო სუფრა გამოიყურებოდეს გამორჩეულად და გაფორმებული იყოს დღესასწაულისთვის შესაფერისი დეკორაციებით. ჩვენ შევეცდებით რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რათა სუფრის გაფორმების პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს.

1. სუფრის მთავარი სიმბოლო- პასკა და კვერცხი

სააღდგომო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ პასკა და კვერცხი ითვლება. ტრადიციულ პასკასთან ერთად, სუფრაზე შეიძლება შევხვდეთ განსხვავებულად მომზადებულ და მორთულ პასკასაც, რაც, დაგვერწმუნებით, სუფრას კიდევ უფრო ლამაზს ხდის. თუ პასკის გამოცხობა გაქვთ გადაწყვეტილი, გორგიაში ყველაფერს იპოვით, რაც ამ საქმეს გაგიმარტივებთ. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პასკის ფორმა, საცხობი ქაღალდი, ელექტრო ღუმელი თუ სხვა წვრილი ტექნიკა.

იგივე შეიძლება ვთქვათ კვერცხზეც. სუფრაზე წითელ კვერცხთან ერთად, ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფერის, ლამაზი ელემენტებით გაფორმებული კვერცხიც. ტრადიციულად კვერცხს წინასწარ გაზრდილ ჯეჯილში ათავსებენ.

2. სუფრა

სააღდგომო სუფრის გაფორმება იწყება სუფრით. თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, სუფრა ფერადი იქნება თუ სადა. შეგიძლიათ თემატურად წითელი ფერიც შემოიტანოთ. გაითვალისწინეთ- წითელი სუფრის გამოყენების შემთხვევაში ეცადეთ, რომ ჭურჭელი იყოს სადა.

3. სააღდგომო დეკორაციები

სუფრა შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის დეკორაციითაც გააფორმოთ. აღდგომის სიმბოლოდ კურდღელს მიიჩნევენ, შესაბამისად, სააღდგომო სუფრაზე ხშირად შეხვდებით მსგავსი ტიპის დეკორაციებს.

სააღდგომო დეკორაციებიდან შეიძლება გამოვარჩიოთ კვერცხის ჩასაწყობებიც, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გვხვდება სუფრაზე. გორგიაში მსგავსი ტიპის არაერთ ნივთს იპოვით.

4. ყვავილები

აღდგომა გაზაფხულთან ასოცირდება, გაზაფხული კი ყვავილებთან. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ყვავილები ნებისმიერ სუფრას ამშვენებს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. გააფორმეთ თქვენი სუფრა სეზონური ყვავილებით, ეს მას გამორჩეულსა და განსხვავებულს გახდის.

სააღდგომო ფასდაკლებები გორგიაში 3 მაისის ჩათვლით გრძელდება. პასკის ფორმების, დეკორაციების, ტექნიკის შეძენას გორგიას ყველა ფილიალში შეძლებთ ხელმისაწვდომ ფასად. ფასდაკლებებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინაც – GORGIA.GE-ზე.

The post რეკომენდაციები სააღდგომო სუფრის გასაფორმებლად appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია