რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ქათმის ხორცის მოხმარების წინ:
- თუ გვაქვს ნედლი ქათამი, ან ქათმის ნაწილი, შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ, მაქსიმუმ 2 დღე, შემდეგ კი აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საყინულეში.
- ქათმის უმი ხორცი, ისევე როგორც ნებისმიერი ხორცი, უნდა ინახებოდეს თავდახურულ მდგომარეობაში, ან საკვები პროდუქტებისთვის გამოსაყენებელ პარკში, არ უნდა ეხებოდეს სხვა პროდუქტებს.
- თუ გვაქვს გაყინული ქათამი და დაგვჭირდება მისი გამოდნობა – ნებისმიერი ხორცის გამოყინვის საუკეთესო მეთოდია, საყინულიდან გადაინაცვლოს მაცივარში, ასე ხორცი თანბარად გამოიყინება და შეინარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს. მომზადების წინ შეგიძლიათ გამოიღოთ მაცივრიდან, შეამშრალოთ ხელსახოცით და გამოიყენოთ სურვილისამებრ.
- ქათმისგან მომზადებული კერძის შენახვა მაცივარში შეგიძლიათ 2–3 დღე.
- უმ ხორცთან მუშაობის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, გადაწმინდეთ მაგიდა, დანა, სამუშაო დაფა და სამზარეულოს სხვა ატრიბუტები.
The post რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ქათმის ხორცის მოხმარების წინ appeared first on .