საქართველოს
ინფრასტრუქტურის მინისტრი
რევაზ სოხაძე სამხრეთ
კავკასიაში მსოფლიო
ბანკის რეგიონულ
დირექტორს, როლანდ პრაისს
შეხვდა.ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით,
შეხვედრაზე მხარეებმა
აღნიშნეს საქართველოს
განვითარებაში მსოფლიო
ბანკის ჩართულობის
მნიშვნელობა, მიმოიხილეს
მიმდინარე თანამშრომლობა
და ერთობლივი პროექტების
შედეგები.„შეხვედრაზე
საუბარი შეეხო მიმდინარე
და დაგეგმილ პროექტებს,
რომლებიც უკავშირდება
ქვეყნის საერთაშორისო
საგზაო დერეფნების
განვითარებას, მათ შორის,
რიკოთის დარჩენილი
ოთხკილომეტრიანი
მონაკვეთისა და კახეთის
მაგისტრალის ახალი
მონაკვეთების
მშენებლობას,
საავტომობილო გზების
მოვლა-შენახვის ახალ
მეთოდოლოგიას და
სხვა.მინისტრმა მსოფლიო
ბანკის წარმომადგენლებს
მადლობა გადაუხადა
მრავალწლიანი
მხარდაჭერისა და
მნიშვნელოვანი
წვლილისთვის საქართველოს
მდგრად განვითარებაში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ
დაადასტურეს მზადყოფნა,
გააძლიერონ თანამშრომლობა
საერთო პროექტების
განხორციელებაში.როლანდ
პრაისმა წარმატება
უსურვეს მინისტრსა და მის
გუნდს საქმიანობასა და
ერთობლივი მიმდინარე და
დაგეგმილი პროექტების
განხორციელებაში.მსოფლიო
ბანკი საქართველოს
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პარტნიორია. მისი
მხარდაჭერით განხორციელდა
და მიმდინარეობს მრავალი
მნიშვნელოვანი პროექტი,
მათ შორის: საერთაშორისო
საგზაო მაგისტრალების,
საგანმანათლებლო და სხვა
სამოქალაქო
ინფრასტრუქტურის
განვითარება“, –
აღნიშნულია
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
ინფორმაციაში.შეხვედრას
ესწრებოდნენ
ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილეები –
ვახუშტი ბაგრატიონი, მზია
გიორგობიანი,
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
თავმჯდომარე ლევან
დარახველიძე და ევროპასა
და ცენტრალურ აზიაში
მსოფლიო ბანკის
ტრანსპორტის მიმართულების
მენეჯერები.