ინფრასტრუქტურის მინისტრი
რევაზ სოხაძე,
მოადგილეებთან,
სამინისტროს სისტემაში
შემავალი უწყებების
ხელმძღვანელებთან და შიდა
ქართლის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულ
სიმონ გულედანთან ერთად,
კასპისა და ქარელის
მუნიციპალიტეტებში
ინფრასტრუქტურული
პროექტების მიმდინარეობას
გაეცნომინისტრი კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ
მეტეხსა და ახალციხეში
იმყოფებოდა, სადაც 100
ბავშვზე გათვლილი
საბავშვო ბაღების
მშენებლობა
მიმდინარეობსორივე
პროექტი მნიშვნელოვანი
შეფერხებებით
მიმდინარეობს როგორც
ვადების, ისე სამშენებლო
ხარისხის თვალსაზრისით.
შესაბამისად, მიღებული
იქნება გადაწყვეტილებები,
რომლებიც საშუალებას
მისცემს სამინისტროს
გამოიყენოს
ხელშეკრულებითა და
მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სანქციები, მათ შორის,
იმსჯელოს ხელშეკრულების
შეწყვეტის
საკითხზე.ინფორმაციას
ამის შესახებ
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.