გადამზიდვებს, რომელიც
ახორციელებს საერთაშორისო
არარეგულარულ სამგზავრო
გადაყვანას ან/და ქვეყნის
შიდა რეგულარულ
გადაყვანებს, სამგზავრო
გადაყვანის ნებართვის
ფლობის ვალდებულება 2025 წლის
1-ელი მარტიდან
წარმოეშობათ. სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს
ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი
დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ
ივნისამდე პერიოდში,
საერთაშორისო
არარეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ან/და ქვეყნის
შიდა რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის
განხორციელების მიზნით
შესაბამისი ნებართვის
მოსაპოვებლად, ნებართვის
მაძიებელმა უნდა
წარადგინოს:ინფორმაცია
მფლობელობაში, სულ მცირე,
ერთი ავტობუსის/ მინივენის
შესახებ, რომელიც
ნებართვის სახეობის
გათვალისწინებით ჩართული
არის/იქნება საავტომობილო
სამგზავრო
გადაყვანაში;სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის
დამადასტურებელი
დოკუმენტი;წარმოდგენილი
ავტობუსის/მინივენის
პერიოდულიტექნიკური
ინსპექტირების
ანგარიში;გადამზიდველის,
მისი ხელმძღვანელის
ნასამართლობის შესახებ
ცნობა;გადამზიდველის მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი
წესით მიღებული,
საქმიანობის სფეროში
მოქმედი კანონმდებლობის
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დეკლარაცია.