როგორც მოსალოდნელი იყო და
ახლა დანამდვილებით
დავრწმუნდით, ქართული
სამოქალაქო საზოგადოების
დიდმა ნაწილმა
პასუხისმგებლიანი და საღი
მიდგომა გამოამჟღავნა
გამჭვირვალობის საკითხის
მიმართ, - წერს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში.როგორც
პაპუაშვილი აღნიშნავს,
უცხოეთიდან
დაფინანსებულმა 156
ორგანიზაციამ უკვე
დაასრულა იუსტიციის
სამინისტროს
გამჭვირვალების რეესტრში
დარეგისტრირების
პროცედურა.მისი თქმით, ეს
რაოდენობა უკვე აღემატება
იმ 136 არასამთავრობო
ორგანიზაციას, რომლებიც
უცხოური გავლენის
გამჭვირვალების კანონს
აპროტესტებენ.,,როგორც
მოსალოდნელი იყო და ახლა
დანამდვილებით
დავრწმუნდით, ქართული
სამოქალაქო საზოგადოების
დიდმა ნაწილმა
პასუხისმგებლიანი და საღი
მიდგომა გამოამჟღავნა
გამჭვირვალობის საკითხის
მიმართ:ამ დროისათვის,
უცხოეთიდან
დაფინანსებულმა 156
ორგანიზაციამ დაასრულა
იუსტიციის სამინისტროს
გამჭვირვალების რეესტრში
დარეგისტრირების
პროცედურა. ეს რაოდენობა
უკვე აღემატება იმ 136
არასამთავრობო
ორგანიზაციას, რომლებიც
უცხოური გავლენის
გამჭვირვალების კანონს
აპროტესტებენ. მეტიც, კიდევ
300 ორგანიზაციის
სარეგისტრაციო განაცხადი
ამჟამად განხილვის
პროცესშია.ეს ყველაფერი
მოხდა რამდენიმე
პოლიტიკური
არასამთავრობოსა და მათი
დონორების მუქარის
მიუხედავად, რომ ქართული
სამოქალაქო საზოგადოება
შეეწინააღმდეგებოდა მეტ
გამჭვირვალობასა და
ანგარიშვალდებულებას.ცხადი
გახდა ისიც, რომ 2023 წლის
მარტში და 2024 წლის მაისში
ქუჩაში ძალადობრივი
პროტესტით გამოსული
ჯგუფები სამოქალაქო
საზოგადოებას კი არ
წარმოადგენდნენ, არამედ
რადიკალური პოლიტიკური
პარტიების, მათი
პოლიტიზებული
არასამთავრობოებისა და
პარტიული ტელევიზიების
მიერ იყვნენ
მობილიზებულნი.ნამდვილმა
სამოქალაქო საზოგადოებამ
თავისი სიტყვა თქვა.
საქართველოში
რეგისტრირებული 30,000-ზე მეტი
არაკომერციული
ორგანიზაციიდან 25,000-მდე
ორგანიზაცია, უკვე წლებია,
უმოქმედოა. აქტიური
ორგანიზაციებიდან, როგორც
ჩანს, უცხოურ დაფინანსებას
600-მდე ორგანიზაცია იღებს და
მხოლოდ 136 მათგანისათვის
აღმოჩნდა მიუღებელი
გამჭვირვალობა. ამგვარად,
უცხოეთიდან დაფინანსებული
არასამთავრობო
ორგანიზაციების 75
პროცენტზე მეტისთვის
გამჭვირვალობის კანონი
პრობლემას არ
წარმოადგენს.და, ჰოი
საოცრებავ, სამყაროს
დაპირებული დასასრულის
მიუხედავად, მზე კვლავ
დაჰნათის საქართველოს
ულამაზეს სოფლებსა და
ქალაქებს“, - წერს
პარლამენტის თავმჯდომარე.