რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი დღე რჩება – შეიტანეთ განაცხადი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე

News.ge 2 დღის წინ 11
რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი დღე რჩება – შეიტანეთ განაცხადი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზებით, მიმდინარეობს მასწავლებლების კონკურსზე განაცხადების მიღება. პროექტის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში.

კონკურსზე აპლიკაციები მიიღება 30 მაისის ჩათვლით . ამისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ნომინირება გაუწიოს მასწავლებელს ან თავად წარადგინოს განაცხადი ვებგვერდზე www.tprize.ge

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსი სამ ეტაპად ტარდება:

  • პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • შემდეგ ეტაპზე შეირჩევა მასწავლებელთა ათეული;
  • მესამე ეტაპზე გამოვლინდება ხუთი ფინალისტი; რომელთაგან ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება.

მასწავლებლის ჯილდოს მფლობელს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის — The Global Teacher Prize-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი — გუდავაძე—პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი — ; ოქროს სპონსორი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი — კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები — EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი მხარს უჭერსდაახორციელებს 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რითიც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები — საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია