რეგიონში მშვიდობა და სტაბილური განვითარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია გაეროს მიერ დადგენილი მიზნებისთვის და ამ თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს ლიდერს მსოფლიოში - დავით ბაქრაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 81
რეგიონში მშვიდობა და სტაბილური განვითარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია გაეროს მიერ დადგენილი მიზნებისთვის და ამ თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს ლიდერს მსოფლიოში - დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძემ გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლები შეაჯამა. ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობა მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების გაჟღერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა, სამშვიდობო პოლიტიკა, ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ სამშვიდობო გზით აღდგენა არის საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაუგზავნა უმაღლესი ტრიბუნიდან როგორც მსოფლიო თანამეგობრობას, ასევე საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.რეგიონში მშვიდობა და სტაბილური განვითარება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანია გაეროს მიერ დადგენილი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის და ამ თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს ლიდერს მსოფლიოში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია