უვიზო მიმოსვლა და
პირდაპირი ფრენები არის
ალბათ ის მოცემულობა, რაც
სტრატეგიულ პარტნიორობას
უნდა ახასიათებდეს, -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით მათიკაშვილმა. მისი
თქმით, რეალური
სტრატეგიული პარტნიორობა
აშშ-სა და საქართველოს
შორის დაბრუნდება და
გაღრმავდება დონალდ
ტრამპის ინაუგურაციის
შემდეგ.„როდესაც ქაღალდზე
არსებულ სტრატეგიულ
პარტნიორობაზე საუბრობენ,
რომ ამას აჩერებენ,
საინტერესოა რა იყო და რას -
აჩერებენ. თუმცა, ჩვენ
ღრმად დარწმუნებულები
ვართ, რომ ნამდვილი,
რეალური სტრატეგიული
პარტნიორობა, რომელიც
ურთიერთპატივისცემაზე,
ღირსების დაცვაზე იქნება
აგებული, აუცილებლად კვლავ
დაბრუნდება და კიდევ უფრო
გაღრმავდება საქართველოსა
და აშშ-ს შორის, როდესაც
ტრამპის ინაუგურაცია
მოხდება“, - აღნიშნა
მათიკაშვილმა.აშშ-მ
საქართველოსთან
სტრატეგიული პარტნიორობა
შეაჩერა.