2017 წელს სამხრეთ კორეულმა
Samsung-მა, ბაზარზე QLED
ტექნოლოგიით მხარდაჭერილი
პირველი ტელევიზორი
წარადგინა და
მომხმარებლების
გამოცდილება ახალ ეტაპზე
გადაიყვანა. Samsung-ის
ტელევიზორები
ყოველწლიურად მკაცრ
ტესტირებებს გადის და
ადასტურებს პროდუქტში
ტექნოლოგიის შესაბამისი
ნივთიერებების
არსებობას.თუმცა, როგორც
აღმოჩნდა, ბაზარზე
ტელევიზორების
მწარმოებელი ზოგიერთი
ჩინური ბრენდი მოცემულ
ტექნოლოგიას მხოლოდ
სარეკლამო მიზნებისთვის
იყენებს და რეალურად, მათ
ტელევიზორებში QLED (კვანტური
წერტილების) ტექნოლოგიის
შესაბამისი ნივთიერებები
არ ვლინდება. რის გამოც, ეს
კომპანიები სამართლებრივ
დავაში აღმოჩნდნენ.რას
გულისხმობს QLED
ტელევიზორი?Quantum Dot LED
ტელევიზორის ეკრანში
გამოყენებულია ძალიან
პატარა კრისტალები,
რომლებიც ფერთა ხარისხს
მნიშვნელოვნად
აუმჯობესებენ. ისინი
თვალისთვის უხილავია,
მაგრამ უზრუნველყოფენ
უფრო მკვეთრ ფერებს, მაღალ
სიკაშკაშეს, უკეთეს
კონტრასტს და ფერთა
სიზუსტეს. მათი ზომა 2-10
ნანომეტრია და საშუალებას
იძლევა გადმოიცეს
მილიარდზე მეტი ფერის
ჩრდილი.Quantum dot ანუ კვანტური
წერტილების ტექნოლოგია,
შეიცავს ორ ყველაზე
მნიშვნელოვან მასალას:
ინდიუმსა და კადმიუმს,
რომლებიც უზრუნველყოფენ
ფერთა სიმკვეთრესა და
სიზუსტეს.სამართლებრივი
დავა ცნობილ ჩინურ
კომპანიასთან25 თებერვალს,
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის
რაიონულ სასამართლოში
ჯგუფური სარჩელი შევიდა.
მოსარჩელე, რობერტ მაკიოსე,
ამტკიცებდა, რომ
ტელევიზორების
მწარმოებელი, ერთ-ერთი
ცნობილი ჩინური კომპანია,
რეკლამაში ყალბ
ინფორმაციას აჟღერებდა და
შეცდომაში შეჰყავდა
ტელევიზორების
მყიდველები.საქმე ეხება ამ
ჩინური კომპანიის
სარეკლამო ვიდეორგოლს
შემდეგი ტექსტით: ”QLED
კვანტური წერტილების
ტექნოლოგია მნიშვნელოვნად
აფართოებს ფერთა
დიაპაზონს, ამრიგად,
შეგიძლიათ შეიგრძნოთ
კარიბის ზღვის ყოველი
ტალღა და უდაბნოს მზის
ჩასვლის ყოველი ფერი"- ეს
ტექსტი გაჟღერებულია
კომპანიის 43-ინჩიანი QD5
სერიის ტელევიზორის
რეკლამაში. თუმცა,
სარჩელის თანახმად, ამ
კომპანიის ტელევიზორებში
QLED ტექნოლოგია არ არის ან
იმდენად მცირე რაოდენობით
გვხვდება, რომ ვერ
უზრუნველყოფს
გამოსახულების ხარისხის
გაუმჯობესებას. სარჩელი
მოიცავს რამდენიმე
სამართლებრივ საკითხს,
როგორებიცაა: ნიუ-იორკის
მომხმარებელთა დაცვის
კანონების დარღვევა,
თაღლითობა და
მომხმარებლის შეცდომაში
შეყვანა.მოსარჩელე
ამტკიცებს, რომ მოცემული
სარეკლამო ტექსტი
მარკეტინგული ხრიკია და
მომხმარებელი შეცდომაში
შეყავს, რადგან რეალურად,
მოცემული ტელევიზორი არა
QLED, არამედ უბრალოდ LED
ტელევიზორის ხაზის
შესაბამისია.2024 წლის
შემთხვევა კიდევ ერთ ჩინურ
კომპანიაზეQLED
ტექნოლოგიასთან
შეუსაბამობის გამო
ყურადღების ცენტრში არა
მხოლოდ ერთი ბრენდი, არამედ
სხვა კომპანიებიც
მოექცნენ. 2024 წელს სამხრეთ
კორეულმა Hansol Chemical-მა, რომელიც
კვანტური წერტილების
მასალების წამყვანი
მიმწოდებელია, განაცხადა,
რომ ერთ-ერთი ცნობილი
ჩინური კომპანია,
ტელევიზორებში
სინამდვილეში QLED
ტექნოლოგიას არ
იყენებდა.ამის
დასადასტურებლად, SGS-მა და
Intertek-მა ჩაატარეს
დამოუკიდებელი ტესტირება
Hansol Chemical-ის დაკვეთით. კვლევამ
აჩვენა, რომ აღნიშნულ
ტელევიზორებში არ
აღმოჩნდა QLED
ტექნოლოგიისთვის
დამახასიათებელი მასალები
– ინდიუმი და
კადმიუმი.ტესტის
შედეგების საფუძველზე, Hansol
Chemical-მა საჩივარი შეიტანა
კორეის სამართლიანი
ვაჭრობის კომისიაში, სადაც
ჩინური კომპანია არასწორ
რეკლამაში
დაადანაშაულა.მიუხედავად
ამისა, ჩინურმა კომპანიამ
ბრალდებები უარყო,
გამოაქვეყნა საკუთარი
ტესტირების შედეგები და
აღნიშნა, რომ მისი
ტელევიზორები შეიცავს 4 მგ
კადმიუმს თითო კილოგრამზე,
რაც ძალიან მცირე
რაოდენობაა და ვერ
უზრუნველყოფს
გამოსახულების ხარისხის
მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას.ჯერჯერობით
უცნობია, როგორ დასრულდება
სამართლებრივი დავა, თუმცა
აშკარაა, რომ
მომხმარებლების აღქმებსა
და დამოკიდებულებებზე ამ
შემთხვევებს დიდი გავლენა
ექნება.Samsung-ის უპირობო
ლიდერობა
ბაზარზეაღსანიშნავია, რომ
Samsung-ი QLED ტექნოლოგიის
დანერგვაში პირველია.
ბრენდმა ჯერ კიდევ 2001 წელს
დაიწყო კვანტური
წერტილების ტექნოლოგიის
შემუშავება. პირველი
ნაბიჯი იყო კადმიუმისგან
თავისუფალი
ნანო-კრისტალების შექმნა 2014
წელს. მრავალი წლის
მუშაობის შემდეგ, Samsung-მა
დააგროვა გამოცდილება,
დაარეგისტრირა 150-ზე მეტი
პატენტი და 2017 წელს
წარადგინა პირველი QLED
ტელევიზორები. ტექნოლოგია
მუდმივად უმჯობესდება,
ხოლო 2022 წელს CES გამოფენაზე
კომპანიამ წარმოადგინა QD-OLED
ეკრანები, რომლებმაც
"საუკეთესო ინოვაციის"
ჯილდო მოიპოვეს.QD-OLED
ტელევიზორები აერთიანებს
QLED-ის სიკაშკაშესა და
ფერების სიზუსტეს, OLED-ის
საუკეთესო კონტრასტსა და
მუქ ფერებთან, რათა
შექმნას უმაღლესი
ხარისხის
გამოსახულება.Samsung-ი უკვე 19
წელია პრემიუმ და
ულტრა-დიდი ტელევიზორების
ბაზრის ლიდერია. Omdia-ს
მონაცემებით, 2024 წელს
კომპანიამ ტელევიზორების
გლობალურ ბაზარზე 28.3%-იანი
წილი მოიპოვა და 2006 წლის
შემდეგ, ზედიზედ მე-19 წელია
პირველობას
ინარჩუნებს.გარდა ამისა,
Samsung-ი აქტიურად ავითარებს
ხელოვნური ინტელექტით
აღჭურვილ ტელევიზორებს,
რაც კიდევ უფრო ამტკიცებს
მის ლიდერობას
ინოვაციებსა და
მომხმარებლის
გამოცდილების
გაუმჯობესებაში.