პარიზში France Football-ის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს როდრის გადაეცა.
მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).
ღონისძიებას პროტესტის ნიშნად „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რომლებმაც გაიგეს, რომ საუკეთესოდ ვინისიუსს არ აღიარებდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.
ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ
საუკეთესო ქალი მწვრთნელი – ემა ჰეისი (ჩელსი და აშშ-ის ნაკრები)