რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია და რუსეთ-უკრაინის დასრულების ეტაპი, მით უფრო მძაფრდება საქართველოზე ზეწოლაც - ვლადიმერ ბოჟაძე ზელენსკის განცხადებაზე

Primetime.ge 2 დღის წინ 8
რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია და რუსეთ-უკრაინის დასრულების ეტაპი, მით უფრო მძაფრდება საქართველოზე ზეწოლაც - ვლადიმერ ბოჟაძე ზელენსკის განცხადებაზე
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოახლოებასთან ერთად, მძაფრდება საქართველოს გარშემო შეფასებები და ზეწოლა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, რომელიც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს.„რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია და რაც უფრო ახლოვდება რუსეთ-უკრაინის დასრულების ეტაპი, მით უფრო მძაფრდება ჩვენი ქვეყნის გარშემო შეფასებებიც, ზეწოლაც, რადგან მოსწრებაზე არიან, თუ მოასწრებენ და შეცვლიან აქ ხელისუფლებას ძალადობრივი გზით. სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში დგას უკვე უკანასკნელი სამი წელია. ამის გამოძახილია ეს აქციები, ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდებით, გავაგრძელებთ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჟაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია