რატომ უნდა დარეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ – 5 უპირატესობა

News.ge 1 თვე წინ 56
რატომ უნდა დარეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ – 5 უპირატესობა

თუკი მცირე ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობ, ან ხარ ფრილანსერი და ერთჯერად პროექტებზე მუშაობ, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის უპირატესობების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, მაგალითად – აქვს მცირე ზომის მაღაზია, არის ფოტოგრაფი, მეღვინე, კურიერი, რეპეტიტორი ან ნებისმიერი სხვა პროფესიისა თუ საქმიანობის წარმომადგენელი.
ამ სტატუსს რამდენიმე უპირატესობა აქვს, როგორც ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, ისე მათთვის, ვინც მცირე ბიზნესს უკვე მართავს და მის განვითარებაზე ფიქრობს.
· მარტივი რეგისტრაცია და დაბალი ხარჯები
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის პროცესი სწრაფი და მარტივია. ამისათვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს მიმართოს. რაც მთავარია, ეს მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, საქმიანობა მცირე ბიუროკრატიული ხარჯებით დაიწყოს.
· მინიმალური გადასახადები და გამარტივებული ანგარიშგება
ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოში გამარტივებული საგადასახადო წესები მოქმედებს. მაგალითად, მცირე მეწარმეების შემოსავალი თუ წლის განმავლობაში 500,000 ლარს არ აჭარბებს, მხოლოდ 1%-ით იბეგრება, გადაჭარბების შემთხვევაში კი შემოსავალი 1%-ის ნაცვლად მხოლოდ 3%-ით იბეგრება. გარდა ამისა, ინდივიდუალური მეწარმეები იურიდიულ პირებთან შედარებით, მარტივი ფორმატით ავსებენ ფინანსურ ანგარიშებს, რაც ბუღალტერიასა და ადმინისტრაციულ საქმეზე დახარჯულ დროსა და რესურსებს ამცირებს.
1. ფინანსებისა და ოპერაციების სწრაფი მართვა
ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად მართოს ფინანსები, რადგან საქმიანობა უშუალოდ მეწარმის სახელით ხორციელდება. გარდა ამისა, მეწარმეს შეუძლია, დამოუკიდებლად და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ საქმიანობაზე, ამასთან, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბაზრის მოთხოვნებსა და ცვლილებებზე.
2. შეღავათები და ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე:
ინდივიდუალური მეწარმეების, მათ შორის განსაკუთრებით მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება, მათ შორის ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოებისთვის.
3. გათამაშება ინდ. მეწარმეებისთვის
სწორედ ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად, მათი საქმიანობის გაციფრულებისა და დამატებითი ფინანსური რესურსის გაზიარების მიზნით, გათამაშებას მართავს.
ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშების ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ.
გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე სამ ეტაპად ხორციელდება. თითოეული ეტაპის ბოლოს მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზი მიიღონ. ფინალში კი, რომელიც 13 იანვარს გაიმართება, 50 000, 20 000 და 10 000 ლარი გათამაშდება.
აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა პირველი ეტაპის გამარჯვებულები – ჯამში 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზი მიიღო.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ონლაინ ან ბანკის ფილიალებიდან. გათამაშებაში მონაწილეობისა და ბილეთები დაგროვებისთვის კი საჭიროა ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში ტრანზაქციების შესრულება.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გაზარდეთ მოგების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

სრულად წაიკითხეთ სტატია