ადამიანის სხეული
საუკუნეების განმავლობაში
მეცნიერების კვლევის
მთავარი საგანი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს
ჩვენი ორგანიზმის შესახებ
საკმაოდ ბევრ ინფორმაციას
ვფლობთ, არსებობს ნაკლებად
ცნობილი ფაქტებიც, რომელთა
შესახებაც ცოტას თუ სმენია.
დღეს ჩვენი მაყურებლის
ყურადღებას სწორედ მათზე
შევაჩერებთ. მაგალითად
იცოდით, რომ თვალის ყველაზე
იშვიათი ფერი მწვანე და ის
მსოფლიოში ადამიანების
მხოლოდ 2%-ს აქვს?! ფლორიდაში
ჩატარებული კვლევის
მიხედვით, მწვანე თვალების
მქონე ადამიანები ტკივილს
უკეთ იტანენ. ასევე, როგორც
პიტსბურგის უნივერსიტეტის
მკვლევრები ამბობენ, ისინი
შფოთვასა და დეპრესიას
ნაკლებად განიცდიან.
მეცნიერთა გამოთვლებით,
თითოეულ ადამიანს
მსოფლიოში მინიმუმ 7 ორეული
ჰყავს. ამ ფენომენს ხშირად
ტერმინით, „დოპელგენგერი“
მოიხსენიებენ, რაც ორი,
ერთმანეთისგან სრულიად
უცხო ადამიანს შორის
გარეგნულ მსგავსებას
აღნიშნავს. საკითხს
აქტიურად სწავლობენ
მეცნიერები. მაგალითად 2022
წელს ჩატარებულმა
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა,
რომ, შესაძლოა,
არაბიოლოგიური ორეულები
ერთმანეთთან საერთო
გენეტიკასა და პიროვნულ
მახასიათებლებსაც
იზიარებდნენ. სამედიცინო
სფეროს წარმომადგენლების
თქმით, ახალშობილის თითის
ანაბეჭდები ჯერ კიდევ
მუცლადყოფნის პერიოდში
ყალიბდება – დაახლოებით
მე-3 თვიდან. მეცნიერებს
მიაჩნიათ, რომ ანაბეჭდის
ფორმირება მაშინ ხდება,
როდესაც ნაყოფის კანი და
ნერვული სისტემა
განვითარების აქტიურ
პროცესს გადის. საინტერესო
და ნაკლებად ცნობილი
ფაქტია ისიც, რომ დილით
ადამიანი საშუალოდ 1-2
სანტიმეტრით უფრო მაღალია,
ვიდრე საღამოს. საქმე ისაა,
რომ დღის განმავლობაში
ჩვენი ხერხემალი საკმაოდ
დაჭიმულია, რაც მალებს
შორის არსებული სითხის
შემცირებასა და მათ
შეკუმშვას იწვევს. ეს
ყველაფერი კი სხეულს დაბლა
სწევს. მეცნიერების თქმით, 4
წლის ბავშვი დღეში
საშუალოდ 400–450-მდე კითხვას
სვამს. განვითარების ამ
ეტაპზე მათ ტვინს საკმაოდ
დიდი რაოდენობით
ინფორმაციის გადამუშავება
შეუძლია. იცოდით, რომ
მსოფლიო მასშტაბით
ადამიანების მხოლოდ 1%-ს
აქვს უნარი ორივე ხელი
თანაბრად, ერთანირი
სიმარჯვით, გამოიყენოს?! ამ
უნარს ამბიდექსტრია
ეწოდება და ეს საკმაოდ
იშვიათი ნიჭია. ვიცით, რომ
არსებობს კატეგორია,
რომელიც აქტიურად იყენებს
მარჯვენა ხელს, ზოგისთვის
პრიორიტეტი მარცხენა
ხელია. თუმცა,
ამბიდექსტრიის
მქონეთათვის, დომინანტური
ხელი არ არსებობს.