რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები იანვარში?

News.ge 8 საათი წინ 5
რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები იანვარში?

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები იანვრის თვეში.
მისი თქმით, იანვრის თვეში მათ სამსახურში ბევრი საჩივარი შევიდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო გადასახადი მომატებული.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მომხმარებლებს ჰქონდათ იყო ის, რომ ხომ არ მოხდა ბუნებრივი გაზის საფასურის ანუ ტარიფის გაზრდა. ტარიფი ნამდვილად არ გაზრდილა და მომხმარებელს გადასახადი ისევ ძველი ტარიფით მიეწოდება.
ჩვენ შევისწავლეთ შემოსული საჩივრები და აღმოვაჩინეთ შემდეგი ტიპის დარღვევები, რომელიც კომპანიის მხრიდან ფიქსირდებოდა. ზოგადად, იანვრის თვე ყოველთვის გამოირჩევა გადასახადების გაზრდით, რადგან გვაქვს ბევრი დღესასწაული და ამ დროს იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება. ეს გარკვეული რაოდენობით იწვევს გაზრდილ გადასახადს.
თუმცა, ის რაოდენობით საფასურის მატება, რომელიც ჩვენთან საჩივრების ფორმით შემოვიდა, მხოლოდ ამის მიზეზი არ იყო. აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიებს: ,,სოკარ ჯორჯია გაზს”, ,,საქორგაზს” და ,,თბილისი ენერჯისაც” ჰქონდათ დაგვიანებით აღებული ჩვენებები მომხმარებელთან”, – განაცხადა ნინო გულეიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენს მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურს ვიხდით, საშუალოდ, 30 დღის მოხმარების მიხედვით. ხოლო თუ კომპანია 30 დღის შემდეგ აიღებს ჩვენებებს, რამდენიმე დღის გადაცილებით, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ 30 დღეს, რამდენიმე დღეც ემატება და ეს ყოველთვის იწვევს გადასახადის მომატებას.
,,გადასახადის მატებას იწვევს კომპანიების მიერ არასწორად დაფიქსირებული ჩვენებები, ასევე აღრიცხვიანობის მოშლა ან თუნდაც რაიმე ტიპის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტარიფის მატება. ეს უკვე არის დაკორექტირების საფუძველი.
თუ დადასტურდა, რომ კომპანიის ბრალეულობით, არასწორად აღებული ჩვენებით, რაიმე ტიპის დაზიანებით, ან თუნდაც აღრიცხვის ხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მომხმარებელს ზედმეტად დაერიცხა გადასახადი, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გავცემთ რეკომენდაციას, რომ კომპანიამ მოახდინოს დაზარალებულ მომხმარებელთან შეთანხმებით დარიცხული დავალიანების განწილვადება”, – განაცხადა ნინო გულეიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავართან”.

სრულად წაიკითხეთ სტატია