რატომ გვეძინება წვიმიან ამინდში?

Primetime.ge 3 დღის წინ 14
რატომ გვეძინება წვიმიან ამინდში?
წვიმის დროს არაერთხელ გვითქვამს, რომ „ძილის ამინდია“, რადგან განსაკუთრებით გვიჭირს გამოფხიზლება და საწოლიდან ადგომა. საქმე სიზარმაცეს ნამდვილად არ ეხება, არამედ მეცნიერებმა უახლესი კვლევა გაგვიზიარეს, რომლის თანახმადაც, „წვიმა გვაძინებს“.როგორ მოქმედებს ამინდი ძილზე?მზის შუქი სეროტონინის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი და ამავდროულად, ამცირებს მელატონინს. პირველ მათგანს „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ, ვინაიდან სიფხიზლესა და ამაღლებულ განწყობას უზრუნველყოფს. ხოლო მელატონინი ძილის ციკლის რეგულირებაზე მუშაობს.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ წვიმიან ამინდს ხშირად თან ახლავს მუქი ღრუბლები. შესაბამისად, მზის შუქის ზემოქმედებაც მცირდება, იკლებს სეროტონინის დონე და საპირისპიროდ, იმატებს მელატონინი.გარდა ამისა, გაზრდილი ტენიანობის დროს სხეულის შიდა ტემპერატურის შენარჩუნება შედარებით რთულია. ამის ფონზე, ორგანიზმი მეტად იტვირთება და იღლება. გაზრდილ ტენიანობასთან ერთად, ძლიერი ქარი გავლენას ახდენს ბარომეტრულ წნევაზეც — ჰარეში ჟანგბადის დონეც იკლებს. თავის მხრივ, ჟანგბადის ნაკლებობა ძილიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა.ამავდროულად, მეცნიერები წვიმის ხმის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. ვინაიდან წვიმის ხმა ვარდისფერი ხმაურის ტიპს განეკუთვნება, ადამიანებისთვის დამშვიდების ეფექტს ავლენს. ანალოგური ეფექტი აქვს ფოთლების შრიალს და გულისცემას.
სრულად წაიკითხეთ სტატია