რატომ არ უნდა უნდოდეს ფინანსების გასაჯაროება, ყველაფერი ნათელია - კახა კალაძე ეკა გიგაურზე

Primetime.ge 2 თვის წინ 64
რატომ არ უნდა უნდოდეს ფინანსების გასაჯაროება, ყველაფერი ნათელია - კახა კალაძე ეკა გიგაურზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც ხმარდება დაპირისპირებას და გახლეჩას.„რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება. ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება რევოლუციის მომზადებას ქვეყანაში, ხმარდება ერთმანეთთან დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ექსტრემიზმის დაფინანსება, ვინ აფინანსებს ამას, ვინ დგას ამის უკან?! ყველაფერი ცხადია, ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, სარწმუნოების შელახვა, ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი საიდან ფინანსდება, საზოგადოებამ ხო იცის ეს, ხომ ცხადია ყველაფერი?!“, - აცხადებს კახა კალაძემ.კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ, რომლებიც, მისივე მოსაზრებით, არჩევნებს ობიექტურად ვერ დააკვირდებიან.„თავისი შინაარსით რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ხომ იცით? არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც დაკომპლექტებულია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება, ამ კონკრეტულმა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს?! 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი კამპანია არასდროს გვქონია. დღეს, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის, არ მიესვლება. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია ან მელია ხალხთან, ან ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია