
“წიაღისეულის შეთანხმება დაიდო
უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად უკრაინელებმა მაინც თავისი გაიტანეს – შეთანხმება დაიდო არა კაბალური პირობებით არამედ თანასწორობის პრინციპების და უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით.
პირველ რიგში გამოირიცხა ამ შეთანმხების ამომავალი იდეა – უკრაინამ ვალად უნდა აღიაროს მანამდე გაწეული ამერიკული დახმარება და ეს ვალი წიაღისეულით უნდა გაისტუმროს. ტრამპი ამტკიცებდა რომ ეს ვალი 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შეთანმხებითან ეს საკითხი საერთოდ ამოვარდა და მასში მხოლოდ ახალ ინვესტიციებზეა საუბარი. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ზოგადად შეთანხმება აღარ არის კაბალური, როგორიც თავიდან იყო ჩაფიქრებული. დოკუმენტის პირვანდელი ვერსიები დამარცხებული ქვეყნის რეპარაციას უფრო ჰგავდა ვიდრე პარტნიორების შეთანხმებას. ასეთი იყო თავად უკრაინელების და ევროპელების შეფასებებიც.
უკრაინელთა განცხადებით, შეთანხმება დაფუძნებულია მათთვის მნიშვნელოვან პრინციპებზე:
1. თანასწორობა – ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით და ორივე მხარეს აქვს ხმის თანაბარი უფლება;
2. კონტროლის შენარჩუნება – უკრაინა ინარჩუნებს სრულ კონტროლს წიაღისეულზე, ინფრასტრუქტურაზე და ბუნებრივ რესურსებზე;
3. ახალი ინვესტიციები და არა ვალები – შეთანხმება არ ითვალისწინებს მანამდე გაწეული დახმარების ვალად აღიარებას.
4. გარანტირებული ინვესტორები და მყიდველები – ფონდი განახორციელებს ინვესტიციას პროექტებში და უზრუნველყოფს პროდუქციის კომერციულ შესყიდვებს;
5. ევროინტეგრაციის კურსთან შესაბამისობა – შეთანხმება არ შექმნის დაბრკოლებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
6. ფონდის მოგება მხოლოდ უკრაინაში იქნება რეინვესტირებული.
როგორც ჩანს რომში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რომში ძალიან შინაარსიანი და ღირებული შეხვედრა შედგა. ანდრეი სიბიგას თქმით, „ეს მართლაც იყო შეხვედრა ახალი ელემენტებით“.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ უკრაინას, ამერიკასა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება. სიბიგას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოკავშირეებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ადგილისა და ფორმატის განსაზღვრის მიზნით.
ამ დამაიმედებელი ამბების მიუხედავად უკრაინაშიც და ევროპაშიც ემზადებიან „გეგმა ბ“-სთვის, რომელიც ამოქმედდება თუ ამერიკა გვერდზე გადგება და შეწყვეტს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.