
“ტრამპმა რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი დააანონსა
მისი განცხადებით, თავდაცვის ხარჯები ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს იქნება რეკორდულად დიდი სამხედრო ბიუჯეტი ამერიკის ისტორიაში. მან ეს გადაწვეტილება მსოფლიოში არსებული საფრთხეებით ახსნა. პარალელურად თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა X-ზე მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ბიუჯეტი „მალე იქნება მზად“. დღეისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მლრდ დოლარს შეადგენს.
ტრამპის განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო და აქამდე მისი პოლიტიკის 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავს. ცნობილია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვის ბიუჯეტს პირიქით, დრამატულად ამცირებდა. ტრამპმა რუსეთს და ჩინეთს თავდაცვის ხარჯების და ბირთვული არსენალების განახევრება შესთავაზა. უკვე 2026 წლიდან იგეგმებოდა სამხედრო ბიუჯეტის ყოველწლიური 8%-ით, ანუ 50 მლრდ დოლარით შემცირება. პიტ ჰეგსეტმა ამის თაობაზე არაერთხელ განაცხადა და ამ გეგმის აღსრულებაც დაიწყო. დღეს უკვე მიმდინარეობს პენტაგონის სამოქალაქო თანამშრომლების 5-8%-ით შემცირება. ასე რომ ტრამპის დღევანდელი განცხადება მართლაც 180 გრადუსით შემობრუნებაა. ასევე საინტერესოა, იქნება თუ არა ამ ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო დახმარება გათვალისწინებული და რამდენი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.