რატი იონათამიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ეს ადამიანები არ არიან ოპოზიციური პარტიები და არც პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ კონკრეტული სახელი - ესენი არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები, ანუ ფაშისტები

Primetime.ge 2 საათი წინ 4
რატი იონათამიშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ეს ადამიანები არ არიან ოპოზიციური პარტიები და არც პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ კონკრეტული სახელი - ესენი არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები, ანუ ფაშისტები
ეს ადამიანები არ არიან ოპოზიციური პარტიები და არც პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ კონკრეტული სახელი, ესენი არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები, ანუ ფაშისტები მოკლედ რომ ვთქვათ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით იქნება თუ დემოკრატიის თვალსაზრისით იქნება, ყველაზე დიდ საფრთხეს, რასაც დღეს თანამედროვე სამყაროს უქმნის, არის სწორედ ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგია.„ამ საზოგადოებისთვის ადამიანის მკვლელობა, ჯალათობა, სიძულვილი, არის ჩვეული საქმიანობა. აქედან გამომდინარე, უხერხულია როდესაც ეს ადამიანები ან დემოკრატიაზე საუბრობენ, ან ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ. არაფერი საერთო სინამდვილეში არც დემოკრატიასთან და არც ადამიანის უფლებებთან არ აქვთ. სამაგიეროდ, მეოცე საუკუნის ფაშისტებთან ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. უბრალოდ, ბრძოლის მეთოდები არის სხვადასხვა და ძალაუფლებაში არ არიან ისე, როგორც მაშინ იყვნენ, თორემ ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის შიგნით რომ ავიღოთ, ამ ადამიანების რეაქცია როგორი იყო ამერიკაში გუშინ მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით.წარმოიდგინეთ მათი მსოფლმხედველობა, მათი იდეოლოგია რამდენად ბნელი, რამდენად მავნებლური და ფაშისტურია. ზოგადად, ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა გაგიხარდეს და შემდეგ ასეთი აღტყინება, სიხარული გამოხატო, ეს კიდევ სხვა შემთხვევასთან და სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. აქედანაც ისინი თავის რეალურ სახეს აჩვენებენ.რასაც ისინი პროვოკაციებით ცდილობენ, ხომ ვიცით რომ გარედან არიან მართულები, დაფინანსებულები და გარედან არიან წახალისებულები“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია