რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუს-ის მიერ გაიხსნა, არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის

Primetime.ge 2 საათი წინ 4
რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუს-ის მიერ გაიხსნა, არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის
დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაიხსნა, არის სახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის, ვისაც აქვს იმის მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს ნგრევა, ქაოსი განუკითხაობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავებებთან და ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ დღეს, უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგებზე გახდა ცნობილი.მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დგას თავის სიმაღლეზე და არავინ უნდა გაბედოს ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.„დღევანდელი დღე არის პასუხი ამ მცდელობებზე, რომ საქართველოს ღირსებას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვერავინ და ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ საქმეებზე მუშაობდა. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მიმართულებით გახსნილი საქმეები, იქნება ეს კორუფციის თვალსაზრისით და აქ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო არის უკომპრომისო. იქნება ეს ანტიტერორისტული მიმართულებით და ჩვენ ვნახეთ, რომ ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებები, საკმაოდ დიდი ოდენობით იყო დაკავებული, რომელმაც რამდენიმე ქვეყნის საზღვარი გაიარა. აქ ფიგურირებს უკრაინაც და უკრაინის მოქალაქეები არიან დაკავებულები და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალშიც არავის ჰქონდეს იგივე მცდელობა, რომ საქართველო ტერორისტული საქმიანობის პოლიგონად აქციოს. ამიტომ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე. ასევე, ვნახეთ „ანიტას“ მრევლის საქმეც, სადაც პირდაპირ საჯარო სივრცეში იყო მოწოდება ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით და ეს ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით.ერთობლიობაში რომ ავიღოთ, ეს მიმართულებები სწორედაც რომ არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. სწორედ ამ დაპირებით მოვიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე და ვხედავთ, რომ სულ ორი კვირა არის გასული და კონკრეტული შედეგები დაიდო ამ მიმართულებით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, დღეს სუს-ში რამდენიმე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საიდანაც გახდა ცნობილი დაკავებების და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის თაობაზე.მათ შორის სუს-მა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.ასევე, სუს-მა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა ლევან ხაბეიშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა.დაკავებულია ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
სრულად წაიკითხეთ სტატია