რასაც ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები - „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“ აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ედიშერ გვენეტაძე

Primetime.ge 3 თვის წინ 5
რასაც ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები - „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“ აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ედიშერ გვენეტაძე
პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლითაც ცნობილი იქნა, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: "გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო".„რასაც აგერ ნოემბრიდან მოყოლებული ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები : "არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა" აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: "გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო".მაგრამ პასუხი მტკიცე და შეუვალი აქვს ქართულ თემიდას. ვინაიდან თავად მიშასვე მომხრეების მოთხოვნის: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" აღსრულება მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით.მართლაც ძვირი დაუჯდა ყოფილ პრეზიდენტს პრეზიდენტობისას დოქტორ დოტთან, ქსენიასთან, ლიზასთან, სოფოსთან...ბიუჯეტის ხარჯებით გრიალ-სიამოვნება, როგორც ფულადი თანხებით ისე სამართლებრივად“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია