ცნობილი მოდელი, „ტიკტოკერი“, ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ინსტაგრამზე“ ცნობილია როგორც Nina drama და რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება, საქართველოში ჩამოდის.
ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად“, – აღნიშნა დვალიშვილმა
რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ინფლუენსერი, რომელიც წერს რომ საქართველოში ჩამოდის.
„დიდი განცხადება! მე და მერაბ დვალიშვილი ამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივართ! მე მერაბთან ერთად ჩემს თავგადასავლებს პირდაპირ ეთერში გადავიღებ. მოუთმენლად ველი საქართველოს ყველა ლამაზ ადამიანთან შეხვედრას, თქვენი კულტურის შესწავლას, გემრიელი საჭმლის დაგემოვნებას და ცეკვას! ყველა თბილ შეტყობინებას ვხედავ და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას!“, – წერს ნინა „ინსტაგრამზე“.
The post რას წერს საქართველოსა და ქართველების შესახებ ნინა – ცნობილია როდის ჩამოდის სტუმრად საქართველოში დვალიშვილთან ერთად appeared first on PNews.ge.