რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy?

News.ge 1 თვე წინ 65
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy?

დაახლოებით 2 თვეა ბაზარზე ახალი , Aviafy გამოჩნდა.
როგორც სტარტაპის სოციალური მედიის მენეჯერი, სოფია ჭითანავა BM.GE-სთან აცხადებს, ეს არის CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) სისტემა ტურისტული სააგენტოებისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით(AI), კომპანიებს პროგრამულად უზრუნველყოფს და ბიზნესის ყველა ოპერაციას ერთ სივრცეში აქცევს.
„Aviafy არის მარტივი და ძლიერი პროგრამული გადაწყვეტა ტურისტული სააგენტოებისთვის, რომელიც მათ ეხმარება, რომ ეფექტურად მართონ ოპერაციები. პლატფორმა საშუალებას აძლევს აგენტებს, რომ ჩაწერონ მომხმარებელთა მოთხოვნები, დაამატონ შეძენილი ბილეთები შეკვეთებს და გაგზავნონ ინვოისები პირდაპირ აპლიკაციებიდან. ვებგვერდი უკვე არსებობს და რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია ერთ სივრცეში აქცევს ყველა ბიზნეს ოპერაციას.
ანუ Aviafy-ს მახასიათებლები მომხმარებელთა მართვას მოიცავს, ჯავშნების ინტეგრაციას და რეალურ დროში კომუნიკაციას, რაც ტურისტული სააგენტოებისთვის ამარტივებს მართვის პროცესს და მომხმარებლებისთვის უმაღლესი სერვისის მიწოდებას“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე ცნობით, სტარტაპი ამჟამად 1 ტურისტულ კომპანიას უწევს მომსახურებას და აქტიურად მუშაობს სხვა კომპანიების დამატებაზე. ამასთან, პროცესში პროგრამულად ხვეწს ყველა ხარვეზს, რაც ოპერირებისას აქვს.
„ჯგუფში ჯერჯერობით 3 ადამიანი ვართ და 1 ტურისტულ კომპანიას ვემსახურებით. ამ რესურსით სტარტაპს კიდევ 10 კომპანიის დამატება შეუძლია, შესაბამისად ვმუშაობთ ბიზნესების დამატებაზე. პროგრამული სრულყოფისა და განვითარების კვალდაკვალ, უფრო მეტი კომპანიის დაპარტნიორებას შევძლებთ. ამჟამად, სტარტაპი პროგრამულად დააახლოებით 90% არის დახვეწილი“, – ამბობს სტარტაპის სოციალური მედია მენეჯერი.

სრულად წაიკითხეთ სტატია