თუ შეიძლება ტრანსპორტში
ლოცვა და პირჯვრის
გამოსახვა? - კითხვას
დეკანოზი ანდრია
კემულარია პასუხობს.„ეს
კითხვა მრავალს ებადება.
ლოცვა, არათუ შეიძლება,
საჭიროცაა ყველგან. ამას
თვით წმინდა მოციქული
პავლე გვასწავლის:
მოუკლებელად ილოცევდით
(1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ
სკვნილით, ან ვიმეოროთ
ფსალმუნები და სხვა
ლოცვები. ტრანსპორტში
ლოცვის გარდა პირჯვრის
გადასახვაც შეიძლება.“ -
ამბობს დეკანოზი.