რამდენიმე დღეში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდის დღეა, მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, გამოვიდეთ და ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა - მამა საბა

Primetime.ge 4 საათი წინ 4
რამდენიმე დღეში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდის დღეა, მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, გამოვიდეთ და ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა - მამა საბა
მამა საბა ჭიკაიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ძირითადი აქცენტს დათა თავაძის სპექტაკლზე ამახვილებს. როგორც მამა საბა აცხადებს, ეს მთელმა ერმა უნდა დაგმოს:"აგერ, სულ რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე არის. მე დარწმუნებული ვარ და მინდა, მოვუწოდო ყველა ქართველს, ყველას, ვინც ქრისტიანად თვლის თავს - აუცილებლად, ყველანი გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველებმა მთელი მსოფლიოს დასანახად და უპირველეს ყოვლისა, ამ გაუკუღმართებული, მტრული ძალების დასანახად, რომელსაც არ აწყობთ საქართველოს არსებობა, ქრისტიანული საქართველოს არსებობა არ აწყობთ; ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა.აღარანაირი სიწმინდე, არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ ადამიანებისთვის, საშინელებაა ეს, ხალხო, ტრაგედიაა, დროულად გამოვფხიზლდეთ ყოველი ჩვენგანი. აგერ, სულ რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში, უწმინდესის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე არის. მე დარწმუნებული ვარ და მინდა, მოვუწოდო ყველა ქართველს, ყველას, ვინც ქრისტიანად თვლის თავს - აუცილებლად, ყველანი გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველებმა მთელი მსოფლიოს დასანახად და უპირველეს ყოვლისა, ამ გაუკუღმართებული, მტრული ძალების დასანახად, რომელსაც არ აწყობთ საქართველოს არსებობა, ქრისტიანული საქართველოს არსებობ არ აწყობთ; ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლობაა, რომ ჩვენ ვახტანგ გორგასლის ერი ვართ და ჩვენ ქრისტესთვის სიკვდილს ვესწრაფვით და არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებთ მსგავს უზნეობებს, ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში.მთელმა ერმა უნდა დაგმოს ეს, რაც ხდება და, სამწუხაროდ, არ არის ისეთი გამოხმაურება, როგორიც უნდა იყოს, - ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში და ცდილობენ რაღაცნაირად მარტივად, მსუბუქად გაატარონ ეს ყველაფერი. ლიბერალური ფრთისაგან ისიც მოვისმინე, რომ ამას ახლა ხელისუფლება იყენებს იმისთვისო, რომ გადაფაროს ის ფაქტი, რომ აქციების დროს ნაცემი ადამიანი გარდაიცვალაო.მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, - თუ ასეა, თანავუგრძნობ იმ ოჯახს, მთელი გულით თანავუგრძნობ და ძალიან მტკივა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგი, ვთქვათ, შეიძლება, ეს მართლაც ასეა, დავუშვათ, მოხდა ტრაგიკული ფაქტი და ერთ-ერთი ნაცემი ადამიანი გარდაიცვალა საპყრობილეში - ეს ამართლებს ამას? და რა შუაშია აქ ხელისუფლება? ხელისუფლებამ, შეიძლება, მართლაც გამოიყენოს და ნებისმიერი ხელისუფლება იყენებს სათავისოდ რაღაც ფაქტებს, მაგრამ ჩვენ თვითონ ფაქტზე ვილაპარაკოთ, - რა შუაშია აქ ხელისუფლება?ფიზიკური სიკვდილი არ არის და არასოდეს ყოფილა ქართველი კაცისთვის გამოუსწორებელი ტრაგედია. ქართველი კაცი ეძებდა ქრისტესთვის სიკვდილს, ვახსენე ვახტანგ გორგასალი და მან ანდერძად დაგვიბარა ჩვენ, ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდეთო. თქვენ ხვდებით, რა ერის შთამომავლები ვართ ჩვენ და რა სისხლის ჩქეფს ჩვენს ძარღვებში? ამ ერის შთამომავალი დღეს სცენიდან ყოვლადწმინდა სამებას და ისეო ქრისტეს აგინებს, დასცინის, ამცირებს... დასცინის ყველაფერს ღირებულს.თქვენ ეშმაკი რა გგონიათ - მაინცდამაინც რქებით, ბანჯგვლებით და ბრჭყალებით გინდათ, რომ გამოგეცხადოთ? ჯოჯოხეთი ჩამოსახლდა დედამიწაზე. ამაზე მეტი ღვთის გმობა აღარ არსებობს, ეს ფსკერია დაცემულობის, უფრო ღრმად ვეღარ ჩახვალ, უკვე იქ ხარ, სადაც ეშმაკია და მასთან ერთად ხარ ხელგადახვეული. როცა ასეთ რამე კადრულობ, ეს აღარ არის შეცდომა, ეს აღარ არის ის, რომ რაღაც შეგეშალა და რაღაც ვერ გათვალე - არა, შენ გამოდიხარ და, შეიძლება, ყოველდღიურად აკეთებ ამას. შენ ხელი გაქვს მოწერილი ამაზე, შენ ამაში ფულს იღებ, რომ ამ ყველაფრის ტირაჟირება მოახდინო. უზნეობის, გარყვნილების, უღმერთობის, ღმერთის გმობის და გინების პროპაგანდა აწარმოო, ამის იქით აღარ არსებობს აღარაფერი," - განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია