რამდენი წყალი უნდა მივიღოთ დღე-ღამის განმავლობაში?

Primetime.ge 2 თვის წინ 60
რამდენი წყალი უნდა მივიღოთ დღე-ღამის განმავლობაში?
 წყალი და წონის კლება, მითი თუ რეალობა? – ყველასთვის აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ სასურველია დღეში ორიდან სამ ლიტრამდე წყალი მივიღოთ.„დღე-ღამის განმავლობაში, უნდა მივიღოთ 2-დან 3 ლიტრამდე წყალი, ჩვენ რატომღაც საღამოს ვიწყებთ წყლის მიღებას, რაც არ არის გამართლებული. დილიდან საღამომდე უნდა მივიღოთ წყალი, დილით უფრო დიდი რაოდენობით და რაც მთავარია ერთდროულად არ უნდა იყოს მიღებული. დიდი რაოდენობით ნიშნავს, როცა ნახევარ ლიტრ წყალს ერთიანად სვამენ. წყლით გადატვირთვა არ შეიძლება, რადგან სხვადასხვა ორგანო, მათ შორის თირკმელი იტვირთება. ამიტომ 2-3 ლიტრი უნდა განაწილდეს მთელი დღის განმავლობაში და არ უნდა ჩათვალო ამაში არც ყავა, ჩაი”, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია