“რამდენი კარგიც არ უნდა გაეკეთებინა ვიღაცისთვის, მაინც ცუდ ადამიანად დარჩება ამ სიტყვების გამო” – ნანა დიხამინჯია

News.ge 6 საათი წინ 1
“რამდენი კარგიც არ უნდა გაეკეთებინა ვიღაცისთვის, მაინც ცუდ ადამიანად დარჩება ამ სიტყვების გამო” – ნანა დიხამინჯია
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ეს გადაჭარბებული მოწიწება გარდაცვლილის მიმართ არის წარმართული და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.
იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.
როგორიც ცხოვრებაში იყო ადამიანი, იმავეს იმსახურებს გარდაცვალების შემდეგ, მითუმეტეს საჯარო პირი. გარდაცვალება ინდულგენცია არ არის.
გარდაცვლილი კი არა, ცოცხალ ადამიანებს ისე გვლანძღავენ უცნობი ქოცები, ისეთ სიბინძურეებს გვაბრალებენ ვიღაცის დავალებით, ზოგჯერ მე მეშინია მათ ნაცვლად, სარკეში რომ ჩაიხედავენ, ურჩხული არ დაინახონ. ახალგაზრდა აქტივისტებს რა ამაზრზენ სიტყვებს უწერენ, ბულინგის როგორ ორგანიზებულ კამპანიებს იწყებენ, უბრალოდ უნდა ნახოთ. და ეს ხდება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არც სახელმწიფო გაუძარცვავს, არც ვინმე დაუჩაგრავს, უბრალოდ სამშობლოს გადარჩენა უნდა.
თითქმის აღარაფერი მახსოვდა ლევან გაჩეჩილაძეზე გარდა იმისა, რომ მილიონი აიღო თავისივე პროტესტის გაჩერებაში თუ რაღაც ასეთი. დღეს გავიგე – წულუკიანისთვის ჩვენება მიუცია, მიშამ მტერს ფული გადაუხადა პროვოკაციის მოსაწყობად, რათა ომი დაეწყოო. რამდენი კარგიც არ უნდა გაეკეთებინა ვიღაცისთვის, მაინც ცუდ ადამიანად დარჩება ამ სიტყვების გამო. ახლობლებზე სტალინიც ზრუნავდა და ბერიაც. პუტინმა საერთოდ მთელი სანათესაო, ძიუდოს ამხანაგები და თანაკურსელები გაამდიდრა.
მეორეს მხრივ, პატარა ქალაქია თბილისი, შეიძლება ვიღაცის მეგობრის მამაა, ან შვილი, ან ბიძა, ან მეზობელი. არაფერია გასაკვირი და აღსაშფოთებელი სამძიმრებში. და არც ისაა აღსაშფოთებელი, რომ პირდაპირ წერენ ადამიანები, რასაც ფიქრობენ.
ნეტავ ცოცხლებზე ზრუნავდეთ ასე, გარდაცვლილებზე რომ გახსენდებათ ჰუმანურობა. ცოცხალ ადამიანს როცა უტევს ქოცნება თავისი შლეიფი მედიებით და ტროლების ქარხნებით სრულიად უსაფუძვლოდ, მაშინ იდარდეთ. თუ მოვკვდით, მერე რა აზრი აქვს ამ თანაგრძობას? ან ბოლომდე მოვკვდებით და არაფერში გადავალთ, ან რამე ენერგიად გარდავიქმნებით ან რომელიმე ღმერთი მოგვხედავს თავისი წესებით. ცოცხლებმა ცოცხლებს მიხედეთ.
სრულად წაიკითხეთ სტატია