პუტინი ტრამპის
სამშვიდობო ძალისხმევას
დასცინის, – ამის შესახებ
პოლონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა,
რადოსლავ სიკორსკიმ
სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა
და რუსეთის მიერ უკრაინაზე
ღამით მიტანილ იერიშს
გამოეხმაურა.„პუტინი
კვლავ დასცინის აშშ-ის
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის სამშვიდობო
ძალისხმევას“, – წერს
პოლონეთის საგარეო
საქმეთა
მინისტრი.ცნობისთვის, 14
ივლისს დონალდ ტრამპმა
იმედგაცრუება გამოთქვა
რუსეთის მიმართ და პირობა
დადო, რომ მოსკოვს „ძალიან
მკაცრ ტარიფებს“
დაუწესებს, თუ სამშვიდობო
შეთანხმება უახლოეს 50
დღეში არ დაიდება.