რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანას ნიშნავს. შესაბამისად ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას და ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 68
რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანას ნიშნავს. შესაბამისად ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას და ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი
„ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას, ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და არ მისცეს ხმა ომს, ნგრევას და საქართველოს ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ჩამოშლას“- ამის შესახებ ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და ოპოზიციის შეფასებებზეც ისაუბრა, რომ ისინი შეასრულებენ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  რუსეთს სანქციებს დაუწესებენ.„როგორც იქნა, ორ წელიწად-ნახევრის თავზე ევროკავშირის სტრუქტურებმა აღიარეს, სინამდვილეში რა მოთხოვნა ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საზოგადოებამ წაიკითხა ის, რაც ხელისუფლებამ დიდი ხანია იცოდა, რასაც ეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა და დაჟინებით ითხოვდნენ ამას ხელისუფლებისგან.  ახლა უკვე საზოგადოებამ პირველწყაროდანვე ნახა, თურმე რას ითხოვდნენ ჩვენგან- ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რეაქცია, რომ ისინი დიახ, შეასრულებენ ამ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  რუსეთს სანქციებს დაუწესებენ. ეს განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, განაცხადა „ლელომ“, რომელსაც მათ შორის, საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ყველა სანქციას შეუერთდება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული და შესაბამისად, ორმხრივ სანქციებს დაუწესებს რუსეთს. ასე რომ, მათი საარჩევნო დაპირება არის საქართველოს შეყვანა ესკალაციაში, ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკის ჩამონგრევას, ჩამოშლას  საქართველოში და ნიშნავს პირდაპირ საქართველოს შეყვანას სამხედრო დაპირისპირებაში. ამას ჰპირდებიან ოპოზიციური პარტიები. შესაბამისად ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას და ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და არ მისცეს ხმა ომს, ნგრევას და საქართველოს ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ჩამოშლას“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია