პარლამენტის ფრაქცია
"ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე,
ლევან მაჭავარიანი გივი
თარგამაძის მკვლელობის
მცდელობის საქმის ახალ
გარემოებებთან
დაკავშირებით,
საქართველოს პროკურატურის
განცხადებას
ეხმაურება.ლევან
მაჭავარიანი არ
გამორიცხავს, რომ დარჩო
ხეჩუაშვილის საქართველოში
შემოსვლა წინასაარჩევნოდ,
არეულობის მოწყობის
მცდელობას
უკავშირდებოდეს."თვითონვე
აღიარა ამ პიროვნებამ, რომ
მოლაპარაკებები ჰქონდა
ბატონ სააკაშვილთან და
ბატონ ლორთქიფანიძესთან,
რომელიც ბატონი
მერაბიშვილის მოადგილე
გახდა და დღეს იკავებს
ძალიან მაღალ
თანამდებობას უკრაინის
ძალოვან სტრუქტურებში, მან
დააორგანიზა მიხეილ
სააკაშვილის შემოპარება 2021
წელს. ამ კაცმა პირდაპირ
განაცხადა, რომ მათგან
ჰქონდა მიღებული
დავალებები. ძალიან
უცნაურად დაემთხვა, რომ
შემოიპარა კიდევ
წინასაარჩევნოდ. ჩვენ
ვფლობთ კონკრეტულ
ინფორმაციებს, რომელიც
გამოდის რადიკალური
ოპოზიციის პარტიის
ოფისებიდან. ჩვენთან
მოდიან ამ პარტიის წევრები,
გვაწვდიან ძალიან ბევრ
ინფორმაციას, მათ შორის
ისეთი ტიპის ინფორმაციებს,
რომ თავდასხმები არის
გათვლილი მუხტის ასაწევად,
თავიანთი პარტიის
წევრებზე. რადიკალური
ოპოზიციის დღის წესრიგი
მთლიანად აგებულია 26
ოქტომბრის საღამოზე," -
აცხადებს ლევან
მაჭავარიანი.ცნობისთვის,
დამამძიმებელ
გარემოებებში გივი
თარგამაძის მკვლელობის
მცდელობის ფაქტზე
ძებნილმა პირმა
გამოძიებას მნიშვნელოვანი
ინფორმაცია მიაწოდა.
პროკურატურაში საგანგებო
ბრიფინგი
გაიმართა.საქართველოს
პროკურატურის
ინფორმაციით, მიხეილ
სააკაშვილი არ ენდობოდა
გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016
წელს მისი კონტროლი და
თვალთვალი დაავალა შოთა
ჭიჭიაშვილს, რომელმაც
საქმეში, თავის მხრივ,
დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო.
დარჩო ხეჩუაშვილის
ჩვენების დეტალები
პროკურატურამ დღეს
სპეციალურ ბრიფინგზე
გაასაჯაროვა.ჩვენების
მიხედვით, დარჩო
ხეჩუაშვილი პროკურატურას
უყვება, რომ მასთან
კონტაქტზე გავიდა
ქართველი კრიმინალური
ავტორიტეტი შოთა
ჭიჭიაშვილი, რომელმაც
განუცხადა რომ შეხვდა
შინაგან საქმეთა ყოფილ
მინისტრს გია
ლორთქიფანიძეს და მიხეილ
სააკაშვილს- ყოფილი
პრეზიდენტისგან კი მან
გივი თარგამაძის
თვალთვალის დავალება
მიიღო. დარჩო ხეჩუაშვილი
აცხადებს რომ ის გარკვეული
პერიოდი უთვალთვალებდა
პოლიტიკოსს.