რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე - როდესაც ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 დღის წინ 5
რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე - როდესაც ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე - ირაკლი კობახიძე
რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით,  როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ  ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა  ასეთ ადამიანებზე.„ეს არ არის პირველი შემთხვევა, თავდაპირველად ისინი თავს ესხმოდნენ ეუთო-ოდირს, თქვენ გახსოვთ, რა მასშტაბის თავდასხმა განხორციელდა ეუთო-ოდირზე, როდესაც ეუთო-ოდირმა დადებითად შეაფასა ქართული არჩევნები. გრძელდება ეს თავდასხმა, იმიტომ, რომ ელოდებიან, რომ იგივე დასკვნა განმეორდება უკვე, როდესაც საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება. იგივეა ზუსტად ევროსაბჭოს შემთხვევაში. ეუთო და ევროსაბჭო არის ორი უმსხვილესი ევროპული გაერთიანება, სადაც ჭარბობენ სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები და შესაბამისად, ეს ორი სუბიექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპაში მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარებაში. თუმცა ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ევროპის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ჯერ თავს დაესხნენ პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე. ეს ხდებოდა 4 წლის წინაც. როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას  ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება ის, რომ სადაც ნაკლებია „დიფ სთეითის“ გავლენა, იქ არის მეტი ობიექტურობა, ეს ვიხილეთ სწორედ ეუთოს და ევროსაბჭოს შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც აღიარებს რადიკალური ოპოზიცია, არის სწორედ „დიფ სთეითი“, ანუ ისინი არიან მათი პატრონები, ეს არის რეალურად ის, რაც დგას ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია