საავტომობილო გზების
დეპარტამენტი მძღოლებს
გზებზე არსებული
ვითარების შესახებ
აფრთხილებს. უწყების
ცნობით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
გზაზე მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგა.„შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე
მსუბუქი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია, ხოლო
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
აკრძალულია“, - აცხადებენ
გზების
დეპარტამენტში.ზვავსაშიშროების
საფრთხის გამო, ნაქერალას
უღელტეხილზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.