საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის და ქარბუქის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)- ახალციხის
საავტომობილო გზის კმ86-კმ106
(სოფ.პაქსაძეები-კურორტი
გოდერძი) მონაკვეთზე,
დროებით იზღუდება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.მათვე
ცნობით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ51–კმ97
(აწყური-ვალეს საბაჟო)
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება მისაბმელიანი,
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1–კმ50
(ხაშური-აწყური) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.