ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს დაუპირისპირდა.
კვარაცხელია პარიზული გრანდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.
პირველ ტაიმში კვარაცხელიამ გოლის გატანაც შეძლო, თუმცა სამწუხაროდ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ნახეთ თამაშგარის ფოტო და შემდეგ კვარას შეფასება.

ხვიჩა ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში 78-ე წუთზე შეცვალა.
სამწუხაროდ მატჩი ლივერპულმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო, თუმცა გუნდების განმეორებითი მატჩი ამჯერად უკვე ლივერპულში შედგება და ყველაფერი სწორედ ენფილდზე გადაწყდება.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 10 ქულიდან 7.8 შეაფასა.
The post რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ ? appeared first on PNews.ge.